კრიპტო სიახლეები

კრიპტო სიახლეები

ორშაბათს, 22 ივლისს ციფრული ვალუტის ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებდა.დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 10.600 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსმა მხოლოდ 0.14%-ით დაიკლო.უნდა აღინიშნოს, რომ გასულ კვირას ბიტკოინის ფასმა 11.000 დოლარამდე მოიმატა. ამასთანავე, ანალიტიკოსები ამ კვირაში ფასის მატებასაც არ გამორიცხავენ.ბაზარზე კი ბიტკოინის დომინირების მაჩვენებელი 65.2%-ს შეადგენს.რაც შეეხება ეთერიუმს: ორშაბათს, დღის...
OKCoin-ი არის ერთ-ერთი მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა, რომელიც თავდაპირველად ჩინეთში დაარსდა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბირჟა ოპერირებას იაპონიაში აგრძელებს.ოფიციალური განცხადების თანახმად, OKCoin Japan-მა დაასრულა რეგისტრაცია კანტოს ადგილობრივ ფინანსთა ბიუროში. კომპანიის განცხადებით, OKCoin-მა უკვე მიიღო იაპონიისგან ლიცენზია და სულ მალე დაიწყებს ოპერირებას.OKCoin Japan–მა განაცხადა, რომ 2017 წლის სექტემბერში მისი დაარსების...
Twitter-ისა და Square–ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის განაცხადების თანახმად, აფრიკის კონტინენტი ციფრული ვალუტის განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.ჯეკ დორსი 2020 წელს აფრიკაში დაბრუნდება. ამჟამად, ის ნიგერიასა და განაში მოგზაურობს.თავის განცხადებაში ჯეკ დორსი ხაზს უსვამს აფრიკის პოტენციალს ბიტკოინთან მიმართებაში.”აფრიკა განსაზღვრავს მომავალს, განსაკუთრებით კი ბიტკოინის!”, - აღნიშნა Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. ასევე ცნობილი...
ბიტკოინის ელექტრონული საფულე Xapo ჰონგ-კონგიდან შვეიცარიაში გადადის.ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარული მედია საშუალება Swissinfo ავრცელებს.ციურიხში მსოფლიო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას Xapo-ს პრეზიდენტმა ტედ როჯერსმა განაცხადა, რომ გადასვლის ძირითადი მიზეზი შედარებით უკეთეს მარეგულირებელ გარემოს უკავშირდება.Xapo-ს პრეზიდენტის თქმით, ჰონგ-კონგი ერთი შეხედვით ლიბერალური ჩანდა კრიპტოვალუტის ბაზრის მიმართ, თუმცა იურისდიქცია ნელ-ნელა უფრო გაუმჭვირვალე...
2 სექტემბერს ციფრული ვალუტების ფასები რყევას განიცდიდა.გუშინ ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა 274 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული კი 295 დოლარს შეადგენდა. ალტკოინის ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 270 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ბიტკოინ Cash-ზე ვაჭრობა კი 292 დოლარზე დაიხურა.იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი გაიზრდება მოსალოდნელია, რომ...
ჩინეთს სურს, უცხოელ სპორტსმენებსა და ვიზიტორებს 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს, ქვეყნის ციფრული ვალუტის გამოყენება შესთავაზოს.ჩინეთის სახალხო ბანკის მმართველის მოადგილე აცხადებს, რომ მომავალი ზამთრის ოლიმპიური თამაშები შეიძლება გახდეს ჩინეთის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ანუ სტაბილკოინის ერთგვარი ტესტი.”მომავალი პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის, ჩვენ ვცდილობდით, რომ ელექტრონული იუანი ხელმისაწვდომი...
ინვესტორებს, რომელთაც სურთ კრიპტოვალუტაში ინვესტიციების განხორციელება ვალდებულნი იქნებიან საგადასახადო წესებს დაემორჩილონ.ამის შესახებ ესპანური მედია იუწყება.მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ ეტაპზე ესპანეთის მთავრობა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ახალ კანონპროექტს განიხილავს.ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა, მარია ჯესუს მონტერომ განაცხადა, რომ კანონპროექტის მიხედვით არსებული წესები ყველა ესპანეთში მცხოვრებ ინვესტორზე ვრცელდება. შესაბამისად, არ ექნება მნიშვნელობა ბირჟაზე...
ანალიტიკოსების პროგნოზის მიხედვით, ბიტკოინს აქვს ზრდის ტენდენციის შესაძლებლობა. სამიზნე ფასი კი 69.540 დოლარია. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ორი დღეა ბიტკოინის კურსი მკვეთრ მატებას განიცდის. კრიპტოვალუტის კურსმა 60.000 დოლარის ნიშნული კვირას, 11 აპრილს გადალახა. ამის შემდეგ იყო ფასის მცირე რყევა. თუმცა დღეს დილიდან ბიტკოინის კურსი ზრდის ტენდენციას აფიქსირებს.გუშინ, 12...
კრიპტოვალუტის ანალიტიკოსი ადამ ბექი ფიქრობს, რომ მომდევნო ხუთ წელიწადში ბიტკოინის ფასი 300.000 დოლარამდე გაიზრდება.Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორების ჩარევის გარეშე შესაძლოა, ციფრული ვალუტების კურსი გაიზარდოს.უნდა აღინიშნოს, რომ არაერთი ექსპერტი საუბრობდა ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან კრიპტოვალუტით დაინტერესებაზე.Galaxy Digital–ის აღმასრულებელი დირექტორი, მაიკ ნოვოგრაცი აცხადებდა, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორების ინტერესი ბიტკოინის...
ახალი ზელანდიის საგადასახადო ორგანოებმა ბრძანება გამოსცეს, რომლის თანახმადაც, კრიპტოვალუტის შემოსავლები ლეგალურად არის ცნობილი. ამასთანავე, დადგინდება ციფრული ვალუტის დაბეგვრის პროცენტიც.გამოქვეყნებულ განცხადებაში ახალი ზელანდიის შიდა შემოსავლების დეპარტამენტმა შეაჯამა იმ საჯარო გადაწყვეტილების დებულებები, რომლებიც მოცემულია 1994 წლის ქვეყნის საგადასახადო ადმინისტრირების შესახებ კანონის 91-ე მუხლით.უფრო კონკრეტულად კი, მითითებები კრიპტო აქტივების საშემოსავლო გადასახადის შესახებ...