2023 წლის შეჯამება – რა მოხდა წელს კრიპტო სამყაროში?

0
337

2023 წლის კრიპტო ქრონიკები

2023 წელი მიიწურა და თუ განვლილ წელს გადავხედავთ შეგვიძლია ვთქვათ, რომ კრიპტოვალუტებისთვის საინტერესო და დატვირთული წელი იყო, რაც გამოიხატებოდა ფასის უეცარი ცვლილებებით, სასამართლოებით, კომპანიების დაცემით და წარმატებით. ამ სტატიაში გადავხედავთ გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს.

1. ბიტკოინის წლის ყველაზე დაბალი ნიშნული

ბიტკოინმა (BTC) წლის ყველაზე დაბალ ნიშნულს 2 იანვარს მიაღწია, როცა ღირებულება $16,680 მდე დაეცა. ამ მონაცემებს ბევრი კრიპტო ექსპერტი მოელოდა, რადგან 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ ბიტკოინი სტაბილურად განაგრძობდა კლებას. როდესაც ფასი $16,680-მდე დაეცა, გაჩნდა ეჭვი, რომ 2023 წელის “ხარული” ბაზარი დაიწყება, თუმცა ბიტკოინის ფასმა მალევე დაიწყო მცირედით, თუმცა სტაბილურად გაზრდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ იანვრის ბოლოს ფასმა $22,840 მიაღწია და მას შემდეგ მუდმივად აგრძელებს ზრდას. მართალია, აგვისტოში და სექტემბერში ფასი კვლავ დაეცა, თუმცა სიტუაცია ოქტომბერშივე გამოსწორდა და დეკემბერს წლის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ასრულებს.

 

2. სილიკონ ველი ბანკის დაცემა

კრიპტო სამყაროს 2023 წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ამბავი სილიკონ ველი ბანკის დაცემა იყო. ბანკი, რომელიც 30 წლიანი ისტორია ჰქონდა 10 მარტს საბოლოოდ დამარცხდა და აშშ-ს ბაკების ყველაზე დიდი მარცხებს შორის მესამე ადგილი დაიკავა. სულ რაღაც ორი დღის შემდეგ კი, იგივე ბედი გაიზიარა Signature ბანკმა ნიუ იორკში.

3. Arbitrum საკუთარი ტოკენი (ARB) გამოუშვა

მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის მარტში USDC-თვის (USD Coin) საქმე არც ისე კარგად მიდიოდა, ETH-ს მნიშვნელოვან ვითარდებოდა, რაც მეტწილად ARB-ის გაშვებით იყო გამოწვეული.

4. SEC-მა სარჩელი შეტანა Binance/CZ-ისა და Coinbase-ის წინააღმდეგ

2023 წლის 5 ივნისს SEC-მ Binance-ს 13 ბრალი წაუყენა, ერთი დღის შემდეგ კი SEС-მა გამოაქვეყნა სარჩელი Coinbase-ის წინააღმდეგ. რაც იმას ნიშნავს, რომ ორი დღეში, ბრალი წაუყენეს მსოფლიოში, საბაზრო კაპიტალის გათვალისწინებით, ორ უმსხვილეს კრიპტო ბირჟას.

SEC vs Binance-ის საქმე მარტივი იყო. Binance იყენებს Binance.us-ს თავისი მომხმარებლებისთვის შეერთებულ შტატებში და ვალდებულია შეზღუდოს მათ Binance.com – საერთაშორისო საიტის გამოყენება. თუმცა, SEC-მა განაცხადა, რომ Binance-მა და CZ-მ ვერ შეასრულეს ეს შეთანხმება. კომისია ამტკიცებდა, რომ კრიპტო ბირჟამ აშშ-ს მაცხოვრებლებს საშუალება მისცა გამოეყენებინათ Binance.com. კიდევ ერთი საკითხი იყო ის, რომ Binance-მა მილიარდობით დოლარის ღირებულების მომხმარებლის სახსრები გაუგზავნა ევროპულ კომპანიას, რომელსაც მართავს CZ (Changpeng Zhao, Binance-ის იმ დროინდელი CEO).

მეორეს მხრივ, Coinbase-ის წინააღმდეგ სარჩელი გამოწვეული იყო კრიპტო აქტივების ფასიანი ქაღალდების არალიცენზირებული ყიდვა-გაყიდვით. SEC-მა ხაზი გაუსვა Coinbase staking პროგრამას, რომელიც ბირჟამ ვერ დაარეგისტრირა.

5. PayPal-მა PYUSD სტეიბლკლოინი გამოუშვა

2023 წლის აგვისტოში კრიპტო-ბაზრის სტებლკოინების სიას PYUSD-ი დაემატა. PayPal-ის მიერ გაშვებული, PYUSD (PayPal USD) იგივე გზას მიჰყვება, როგორც USDT და USDC. Stablecoin-ის ფასი მიბმულია აშშ დოლართან.

6. ბიტკოინი (BTC) $44,000-ის ნიშნულს იბრუნებს

წლის მიწურულს ბიტკოინმა (BTC) მნიშვნელოვანი ზრდა განიცადა. მინიმუმის ($16,680) შემდეგ, ბიტკოინმა წლის ბოლოს უმაღლესი ნიშნული, 6 დეკემბერს $44,000 დააფიქსირა.

7. 2023 წლის ყველაზე მზარდი კრიპტოვალუტა

ყველაზე მზარდი კრიპტო წელს Lido DAO (LDO) იყო. 2023 წლის მხოლოდ პირველ კვარტალში ფასი 225%-ზე მეტით გაიზარდა. ტოკენის საბაზრო კაპიტალი 2023 წლის ბოლოს 2,2 მილიარდ დოლარზე მეტია.

Coinet-იყიდე და გაყიდე კრიპტოვალუტა

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი