კრიშტიანუ რონალდუს 1 მილიარდი დოლარის სარჩელი ემუქრება უსარგებლო NFT-ების პოპულარიზაციისთვის

0
444
კრიშტიანუ რონალდუს 1 მილიარდი დოლარის სარჩელი ემუქრება

ფეხბურთის სუპერვარსკვლავ კრიშტიანუ რონალდუს 1 მილიარდი დოლარის სარჩელი ემუქრება მსოფლიოში ყველაზე დიდი კრიპტო ბირჟის, Binance-ის პოპულარიზაციისთვის.

კრიშტიანუ რონალდუს სარჩელში, რომელიც სამშაბათს შევიდა ფლორიდის სასამართლოში, ნათქვამია, რომ რონალდუ, Binance-თან კოორდინაციით, „პოპულარიზაციას უწევდა, ეხმარებოდა და/ან აქტიურად მონაწილეობდა არარეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების შეთავაზებასა და გაყიდვაში“, მათ შორის საკუთარი თავის ტოკენების (NFT) გაყიდვაში, რამაც ინვესტორებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალი მოუტანა.

2022 წლის ნოემბერში, რონალდუმ პარტნიორობა დაიწყო Binance-სთან, გაყიდა უნიკალური NFT-ები, რომლებიც მის საკულტო მომენტებს ასახავდა. სარჩელი რონალდუს “მცდარ განცხადებებში” ადანაშაულებს. ამტკიცებს, რომ მან უფლება მისცა binance-ს მისი სახელი და რეპუტაცია არაწორი განცხადებებითვის ან/და პროდუქტის გასაყიდად გამოეყენებინა.

მოსარჩელეები ასევე რონალდუს ადანაშაულებენ Binance-თან თანამშრომლობის პირობების და მიღებული თანხის დამალვაში, რაც აშშ-ს კანონმდებლობით არაკანონიერია. ასევე, Binance-მა და ფეხბურთელმაც იცოდნენ, რომ არსებული კამპანიის მიზანი ის მომხმარებლები იყვნენ, ვინც კრიპტო სამყაროში ნაკლებად ერკვევიან.

ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისსის თავჯდომარე გარი გენსლერმა თქვა, რომ ცნობილმა ადამიანებმა, ინვესტიციების პოპულარიზაციის შემთხვევაში საზოგადოებას უნდა გაუმჟღავნონ ვისგან და რა რაოდენობის თანხებს იღებენ. SEC-მა შარშან კიმ კარდაშიანი 1 მილიონ დოლარზე მეტი დააჯარიმა მსგავსი საკითხის გამო.

აღსანიშნავია, რომ რონალდუ კვლავ აგრძელებს კომპანიის პოპულარიზაციას. მაგალითად, 28 ნოემბერს გამოაქვეყნა Binance-ს რეკლამა X-ის საკუთარ ანგარიშზე, რომელსაც 110 მილიონი გამომწერი ჰყავს.

Coinet-იყიდე და გაყიდე კრიპტოვალუტა

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი