ჩვენ შესახებ

ინტერნეტ გამოცემა “კრიპტო სამყარო” მედია-ჰოლდინგ „მეტრონომის“ მიერ დაარსებული  საინფორმაციო პორტალია.

ჰოლდინგში შემავალმა საინფორმაციო ანალიტიკურმა ინტერნეტ-გაზეთმა  “მეტრონომმა” წარმატებით დაიმკვიდრა ადგილი ქართულ მედია-სივრცეში ობიექტური სარედაქციო პოლიტიკით, რომელიც პროფესიონალი კადრებითაა დაკომპლექტებული და მისი ძირითადი მიმართულება ქვეყანაში მიმდინარე  პოლიტიკური და სოციალურ-კულტურული  მოვლენების გაშუქებაა

ამჯერად, მედიაჰოლდინგის მიზანია ქართულ აუდიტორიას მეტი ინფორმაცია მიაწოდოს  თემებზე, რომელიც არასაკმარისად შუქდება ქართულ საინფორმაციო სივრცეში. ქართული საზოგადოება მოკლებულია საშუალებას მხარი აუბას კიდევ ერთ ტექნოლოგიურ რევოლუციას, რომელსაც მსოფლიოში მომავალის შეცვლის ამბიცია აქვს.

კრიპტო-სამყაროს დაფარვის ძირითადი არეალია კრიპტოვალუტები, ბლოკჩეინ ტექნოლოგიები, დეცენტრალიზებული აპლიკაციები,  ე.წ. ფინანსების ინტერნეტი და ფინტექები.

პორტალის მიზანი იქნება საზოგადოებას მიაწოდოს მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე უახლესი ინფორმაციები, ფასები, ანალიტიკური მიმოხილვები, რეგულაციები, ციფრული სამყაროს მონაწილეთა კომენტარები და რეკომენდაციები და რაც მთავარია – ყველაფერი ეს ოპერატიულ რეჟიმში…

რედაქციის მიზანია კრიპტო-სამყარო განსაკუთრებულად სასარგებლო იყოს, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიებთან მომუშავე პროფესიონალებისათვის, ასევე დამწყები მაინერებისთვის და კრიპტოვალუტის ტრეიდერებისათვის.

ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იქნება, რომ პორტალი საინტერესო იყოს  ყველასათვის, ვინც დაინტერესებულია მომავლის ტექნოლოგიებითა და მომავლის ვალუტით რაც დღეს წარმოადგენს ფინანსური ევოლუციის უკანასკნელ შედეგს.

 

რედაქცია