ბიტკოინის ფასის პროგნოზი: აშშ-ს აკრძალვების მიუხედავად, BTC 4%-ით იზრდება

0
2580

ოთხშაბათს ბიტკოინის (BTC) ფასი მცირედით დაეცა, თუმცა ეს ფაქტი არ უარყოფს მიმდინარე კვირის 4%-იან ზრდას. ამ ეტაპზე ბიტკოინის ფასი $27,600-ის ფარგლებშია, უმაღლესი მაჩვენებელი კი 2 ოქტომბერს დაფიქსირდა – $28,400.

ეს აღმავალი ტენდენცია განსაკუთრებით აღსანიშნავია ციფრული ვალუტის ბოლოდროინდელი გამოწვევების გათვალისწინებით, რადგან ახლახან აშშ-ის ხაზინამ აკრძალვა დააწესა კრიპტოვალუტის საფულეებზე, რაც განპირობებულია სამართალდამცავი ორგანოების მიერ ისეთი ნივთიერებების კონტროლისკენ, როგორიცაა ფენტანილი (ჩინური კომპანიები ფენტალინის დასამზადებელ ინგრედიენტების გაყიდვისას გადახდებს კრიპტოვალუტით იღებენ).

რაც შეეხება, ბიტკოინის (BTC) ფასის პროგნოზს:

ბიტკოინის (BTC) ფასის ეს პროგნოზი ეფუძნება ტექნიკურ ანალიზს 4 საათიანი დიაგრამის გამოყენებით. საყრდენი წერტილი არის საკვანძო დონე – $27,385. ეს არის ათვლის წერტილი, რომელიც გამოიყენება ფასების პოტენციური მოძრაობის დასადგენად.

წინააღმდეგობის დონე: არსებობს წინააღმდეგობის ორი დონე $28,788 და $29,576. ეს არის ფასების დონეები, რომელზეც ბიტკოინი შესაძლოა გაყიდვის ზეწოლის ქვეშ მოხვდეს.

მხარდაჭერის დონე: არსებობს მხარდაჭერის ორი დონე $26,629 და $25,226. ეს არის ფასების დონეები, რომლის შემთხვევაშიც, ბიტკოინი ყიდვის მხარდაჭერას მოიპოვებს.

შედარებითი სიძლიერის ინდექსი (RSI): RSI არის 50.29, რაც ნეიტრალურ პოზიციაზე მიუთითებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ამჟამად არც ყიდვის და არც გაყიდვის ზეწოლა არ არის. 50-დღიანი ექსპონენციური მოძრავი საშუალო (50 EMA): 50 EMA არის $27,188, რაც მიუთითებს ზომიერ ზრდის ტენდენციაზე. თუ ფასი ამ დონეს ქვემოთ დაეცემა, შესაძლოა გაყიდვის ტენდენცია გამოიწვიოს.

ამ ინფორმაციას თუ შევაჯამებთ, ბიტკოინის (BTC) ფასი მზარდია თუ ის $27,150-ის ზემოთ დარჩება, თუ ის ამ დონის ქვემოთ დაეცემა, შესაძლოა დაცემის ტენდენციაზე მიუთითებდეს. თუმცა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბაზრის პირობები შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბაზარზე მიმდინარე მოვლენებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი