ჩინეთში დაარსებულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ იაპონიის მარეგულირებლისგან ლიცენზია მიიღო

0
1624

OKCoin-ი არის ერთ-ერთი მსხვილი კრიპტოვალუტის ბირჟა, რომელიც თავდაპირველად ჩინეთში დაარსდა. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბირჟა ოპერირებას იაპონიაში აგრძელებს.

ოფიციალური განცხადების თანახმად, OKCoin Japan-მა დაასრულა რეგისტრაცია კანტოს ადგილობრივ ფინანსთა ბიუროში. კომპანიის განცხადებით, OKCoin-მა უკვე მიიღო იაპონიისგან ლიცენზია და სულ მალე დაიწყებს ოპერირებას.

OKCoin Japan–მა განაცხადა, რომ 2017 წლის სექტემბერში მისი დაარსების დღიდან, ბირჟა მუდმივად ცდილობდა განვითარებას.

”OKCoin-ს ყოველთვის სურდა იაპონიის ხელისუფლებისგან ლიცენზიის მიღება. ლიცენზირება ნიშნავს, რომ ჩვენი გუნდი, ტექნოლოგია, პროდუქტი და მომსახურეობა მთლიანად შესაბამისობაში მოდის იაპონიის მარეგულირებელ სისტემასთან”,- განაცხადა OKCoin-ის მარკეტინგის მენეჯერმა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთიში ციფრული ვალუტით ვაჭრობა ოფიციალურად აკრძალულია.

2017 წლის სექტემბერში, ჩინეთის კრიპტოსავაჭრო ბირჟები “BTCC ჩინეთი”, “Huobi” და “OKCoin” მთავრობამ ოფიციალურად დახურა. ვაჭრობის აკრძალვიდან სამი თვის შემდეგ, ჩინეთის სამმა ყველაზე დიდმა კრიპტოვალუტის ბირჟამ კონტინენტური ჩინეთიდან ჰონგ-კონგში გადაინაცვლა.

“BTCC ჩინეთმა”, “Huobi”-მ და “OKCoin”-მა რებრენდიგის შედეგად “BTCC”-დ, “Huobi-Pro”-დ და “OKEx”-ად გადაკეთდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი