ჩინეთი 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე ქვეყნის სტუმრებს სტაბილკოინის გამოყენებას შესთავაზებს

0
1633

ჩინეთს სურს, უცხოელ სპორტსმენებსა და ვიზიტორებს 2022 წლის პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს, ქვეყნის ციფრული ვალუტის გამოყენება შესთავაზოს.

ჩინეთის სახალხო ბანკის მმართველის მოადგილე აცხადებს, რომ მომავალი ზამთრის ოლიმპიური თამაშები შეიძლება გახდეს ჩინეთის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ანუ სტაბილკოინის ერთგვარი ტესტი.

”მომავალი პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშებისთვის, ჩვენ ვცდილობდით, რომ ელექტრონული იუანი ხელმისაწვდომი იყოს არა მხოლოდ ადგილობრივი მომხმარებლებისთვის, არამედ საერთაშორისო სპორტსმენებისთვისაც და იყოს სტუმრებისთვისაც მისაღები”, – აღნიშნა ბანკის წარმომადგენელმა მედიასთან საუბრის დროს.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთი არ ცდილობს ციფრული ვალუტის საერთაშორისო ასპარეზზე გატანას. ქვეყნის ცენტრალური ბანკი ორიენტირებულია ციფრული იუანის საშინაო გამოყენებაზე.

ჩინეთის ხელისუფლებამ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ მთავრობა არ ცდილობს არსებული ტრადიციული ვალუტების, მათ შორის აშშ დოლარის ციფრული იუანით ჩანაცვლებას.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ცენტრალური ბანკი ციფრული ევროს საჭიროებაზე ჯერ კიდევ მსჯელობს. ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი, ქრისტინ ლაგარდი ციფრული ვალუტის მიღებას არაუგვიანეს ოთხი წლის განმავლობაში ელოდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი