ახალი ზელანდია კრიპტოვალუტით მიღებულ შემოსავალს დაბეგრავს

0
1611

ახალი ზელანდიის საგადასახადო ორგანოებმა ბრძანება გამოსცეს, რომლის თანახმადაც, კრიპტოვალუტის შემოსავლები ლეგალურად არის ცნობილი. ამასთანავე, დადგინდება ციფრული ვალუტის დაბეგვრის პროცენტიც.

გამოქვეყნებულ განცხადებაში ახალი ზელანდიის შიდა შემოსავლების დეპარტამენტმა შეაჯამა იმ საჯარო გადაწყვეტილების დებულებები, რომლებიც მოცემულია 1994 წლის ქვეყნის საგადასახადო ადმინისტრირების შესახებ კანონის 91-ე მუხლით.

უფრო კონკრეტულად კი, მითითებები კრიპტო აქტივების საშემოსავლო გადასახადის შესახებ ვრცელდება, რომელიც ფიქსირდება წინასწარ განსაზღვრული ოდენობით.

უნდა აღინიშნოს, რომ ცოტა ხნის წინ ახალი ზელანდიის სახელმწიფო ინოვაციების ინსტიტუტმა 330.000 დოლარის გრანტი ადგილობრივ კრიპტო საფულისა და სავაჭრო სერვისის განსავითარებლად გამოჰყო.

ინოვაციების ინსტიტუტმა დააფინანსა ადგილობრივი კრიპტო საფულე და სავაჭრო პლატფორმა Vimba, რომელიც თავის მხრივ, MyCryptoSaver-ის რებრენდინგს წარმოადგენს.

ამასთანავე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გრანტი ციფრული ვალუტის კვლევისა და განვითარებისთვის იყო განკუთვნილი. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინოვაციების ინსტიტუტის წარმომადგენელმა მედიასთან საუბარისას აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში ათეულობით მსგავსი გრანტის გაცემა იგეგმება.

ახალი ზელანდია ციფრული ვალუტის ინდუსტრიის მიმართ დადებითად არის განწყობილი. თუმცა მიუხედავად ამისა, კრიპტოვალუტა გადახდის საშუალებად მაინც არ არის აღიარებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი