სადამდე შეიძლება გაიზარდოს ბიტკოინის ფასი?

0
323

2023 წლის ბოლოს ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც კრიპტო ინვესტორებში ახალი ხარული ბაზრის იმედი გააჩნია. თუმცა, რეალურად რამდენად შეიძლება გაიზარდოს ბიტკოინი და რას უნდა ველოდოთ 2024 წელს?

2024 წელის აპრილში დაგეგმილი ჰალვინგით და ETFs-ის მოლოდინში, კრიპტოვალუტა კვლავ იპყრობს დიდი და პატარა ინვესტორების ყურადღებას.

Მანამდე კი თუ 2023 წლის ბიტკოინის ფასს შევაჯამებთ, ამ საოცარ შედეგს კიდევ უფრო კარგად დავინახავთ, რადგან 2023 წლის აპრილში ბიტკოინის ფასი $16 000 იყო, ხოლო დეკემბრის უმაღლესი მაჩვენებელმა $44 000-ს გადააჭარბა.

Რა თქმა უნდა, ზუსტად ვერავინ იტყვის რა უნდა ველოდოთ შემდეგ კვირებში, ან რა იქნება ხარული ბაზრის პიკი, თუმცა შეუძლებელია მოსალოდნელ ცვლილებებზე ვისაუბროთ, რაც დაახლოებით წარმოდგენას შეგვიქმნის რას ველოდოთ მომავალ წელს.

ფაქტორები, რომლებიც 2024 წელს ბიტკოინზე იმოქმედებს

ბიტკოინის ჰალვინგი

აპრილში დაგეგმილი ჰალვინგი შეამცირებს ბლოკის “ჯილდოს” 6.25-დან 3.125 ბიტკოინამდე ბლოკზე, რაც პოტენციურად შეზღუდავს მიწოდებას და ფასების ზრდას გამოიწვევს.

ინსტიტუციური ინტერესი

მთავარი ინსტიტუტების, როგორიცაა BlackRock და Fidelity, მზარდი ინტერესი, მიუთითებს იმაზე რომ, ბიტკოინის ღირებულ აქტივად განიხილება.

ბიტკოინის ETFs

ბიტკოინის ETF-ების მოლოდინი, უშუალოდ ბიტკოინის მხარდაჭერით, შესაძლოა ხელი შეუწყოს მოთხოვნისა და ფასების ზრდას.

როგორია ექსპერტების მოლოდინი?

  • საინვესტიციო ბანკი “ Standard Chartered”- ის პროგნოზია – $100,000 2024 წლის ბოლოს.
  • კეტი ვუდის გრძელვადიანი პროგნოზი $650,000-დან 1,500,000$-მდე მერყეობს.
  • Pantera Capital პროგნოზის მიხედვით პიკი $148,000 აღწევს.
  • Berenberg კი უფრო კონსერვატიულ პროგნოზს გვთავაზობს – $56,630, 2024 წლის აპრილისთვის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი