რა არის ეთერიუმი?

0
14519

ეთერიუმი პროგრამისტმა ვიტალი ბუტერინმა ოფიციალურად 2015 წელს შექმნა. თუმცა, მანამდე ეთერიუმის იდეისთვის მან 2014 წელს მსოფლიო ტექნოლოგიების ჯილდო მოიგო.

ეთერიუმი არის ღია პროგრამულ პლატფორმა, რომელიც დაფუძნებულია Blockchain ტექნოლოგიაზე. ეს მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შექმნან და განავითარონ სხვადასხვა დეცენტრალიზებული აპლიკაცია.

ეთერიუმი, რა თქმა უნდა, არის კრიპტოვალუტა, რომელსაც გააჩნია კრიპტოვალუტისთვის დამახასიათბელი თვისებები. თუმცა, ის განსხვადება მაგალითად, დღეისათვის ყველაზე მოთხოვნადი ბიტკოინისგან. ბიტკოინიც და ეთერიუმიც Blockchain-ის ქსელში ოპერირებს, ორივე კრიპტოვალუტის მოპოვება შესაძლებელია „მაინინგის“ გზით. თუ მაინერები ბიტკოინის შემთხვევაში სატოშებს აგროვებენ, ეთერიუმის მოპოვების დროს ისინი ეთერის დაგროვებას იწყებენ.

რაც შეეხება ბირჟაზე ვაჭრობას. მსოფლიო ბირჟაზე ეთერიუმმა ზრდა 2016 წლიდან დაიწყო. ეთერიუმმა უმაღლეს ნიშნულს 20 მაისს მიაღწია, როდესაც 1 ეთერიუმი 14 დოლარი და 80 ცენტი ღირდა. კაპიტალიზაცია კი, 1 მილიარდ 187 მილიონს შეადგენდა. დაახლოებით, ერთი წლის შემდეგ, 2017 წლის 20 ივნისს ეთერიუმმა კვლავ აჩვენა წლის განმავლობაში უმაღლესი პოზიცია, როდესაც მისი ღირებულება 376 დოლარი და 36 ცენტი იყო, ხოლო კაპიტალიზაციამ 34 მილიარდ 869 მილიონი შეადგინა.

განსხვავება ბიტკოინსა და ეთერიუმს შორის

ბიტკოინი მომართულია სახელმწიფო ვალუტის ფუნქციების შესასრულებლად, ონლაინ ანგარიშსწორებისთვის. ამ კუთხით, ბიტკოინი ტრადიციული ვალუტის ციფრული ალტერნატივაა. შესაბამისად, ბიტკოინის Blockchain-ი უშუალოდ ბიტკოინების ფლობისა თუ ტრანზაქციების გასაკონტროლებლად გამოიყნება.

ეთერიუმის Blockchain-ი კი სხვადასხვა დეცენტრალიზებული აპლიკაციის პროგრამულ მუშაობაზეა ორიენტირებული. ეთერიუმის თანადამფუძნებელი გევინ ვუდი ბიტკოინსა და ეთერიუმს შორის განსხვავებას ასე ხსნიდა: „უპირველესად, ბიტკოინი არის ვალუტა. ეს Blockchain-ის ერთი კონკრეტული გამოყენების ფორმაა, მაგრამ ეს მხოლოდ აპლიკაცია არ არის. წარსულის მაგალითი რომ მოვიხმოთ: მეილი არის ინტერნეტის გამოყენების ერთი კონკრეტული ფორმა, მან ხელი შეუწყო ინტერნეტის პოპულარიზაციას, მაგრამ ინტერნეტს აქვს კიდევ სხვა ბევრი შესაძლებლობაც“.

ნაცვლად იმისა, რომ ყოველი ახალი აპლიკაციისთვის შექმნას ორგინალური Blockchain-ი, ეთერიუმს ერთ პლატფორმაზე ათასობით აპლიკაციის შემუშავება შეუძლია.

მნიშვნელოვანია, რომ ეთერიუმი მუშაობს „ჭკვიანი კონტრაქტების” კუთხითაც. „ჭკვიანი კონტრაქტები“ არის კომპიუტერული პროგრამა, რომელიც დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს ხელშეკრულების პირობების დადებასა და აღსრულებას სპეციალური კოდის გამოყენებით. „ჭკვიანი კონტრაქტების“ გამოყენებას შეუძლია, მნიშვნელოვნად გარდაქმნას ხელშეკრულებასთან დაკავშირებული საოპერაციო და ტრანზაქციული რისკები, დააჩქაროს და უზრუნველყოს ხელშეკრულებით მხარეთა მიერ ნაკისრი უფლება-მოვალეობების შესრულება.

ეთერიუმის თანადამფუძნებელი ჯოზეფ ლუბინი ეთერიუმის ფუნქციას ინტერნტთან აიგივებდა. “ეთერიუმი ჩვენი ცხოვრების ყველა ასეპექტზე იმოქმედებს, გავლენა ექნება ჩვენს კომუნიკაციებსა და მთლიანად ინფორმაციაზე. ეთერიუმს ზუსტად ისეთი გავლენა ექნება, როგორც ინტერნეტს”-ამბობდა ჯოზეფ ლუბინი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი