20 საინტერესო ტერმინი, რომელიც კრიპტო სამყაროში ნავიგაციაში დაგეხმარებათ

0
305

20 კრიპტო ტერმინი, რომელიც DeFi სამყაროში ნავიგაციაში დაგეხმარებათ.

კრიპტოვალუტამ, რევოლუციურმა ციფრულმა ვალუტამ, ფინანსური სამყარო შტურმით აიღო. სწორედ ამიტომ, სანამ მოგზაურობას დაიწყებთ დეცენტრალიზირებული ფინანსების სფეროში, მნიშვნელოვანია კრიპტოვალუტების ენის გაგება. ამ ბლოგში გაგაცნოთ საკვანძო ტერმინებს, რომლებიც დაგეხმარებათ კრიპტოვალუტების სამყაროს გაცნობაში, ბლოკჩეინის პოტენციალის დანახვაში, თქვენი ფინანსების უსაფრთხოების დაცვაში და სხვა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში. 20 კრიპტო ტერმინი, რომელიც DeFi სამყაროში ნავიგაციაში დაგეხმარებათ:

კრიპტოგრაფია (Cryptography): უსაფრთხო კომუნიკაციის მეცნიერება, რომელიც გამოიყენება ბლოკჩეინზე ტრანზაქციების და მონაცემების დასაცავად.

ბლოკჩეინი (Blockchain): დეცენტრალიზებული და დამოუკიდებლად მართვადი მონაცემთა ბაზა, რომელიც აღრიცხავს კრიპტოვალუტის ტრანზაქციას.

ბიტკოინი (BTC): პირველი და ყველაზე ცნობილი კრიპტოვალუტა, შექმნილი ანონიმური ადამიანის ან ჯგუფის მიერ, რომელიც სატოში ნაკამოტოს სახელითაა ცნობილი. 

ალტკოინი (Altcoin): ნებისმიერი კრიპტოვალუტა ბიტკოინის გარდა, მაგალითად: Ethereum ან Litecoin.

სატოში (Satoshi): ბიტკოინის უმცირესი ერთეული, 0.00000001 BTC.

კრიპტოვალუტის ბირჟა (Cryptocurrency Exchange): პლატფორმა კრიპტოვალუტების ყიდვის, გაყიდვის და ვაჭრობისთვის.

საფულე (Wallet): პროგრამული უზრუნველყოფა ან აპარატურა, რომელიც გამოიყენება კრიპტოვალუტების შესანახად და სამართავად.

მაინინგი (Mining): ბლოკჩეინზე ტრანზაქციების დადასტურებისა და “ჯილდოების” გამომუშავების პროცესი.

PoS (Proof of stake): კონსენსუსის პროტოკოლი ბლოკჩეინზე. მისი მისი დახმარებით ირჩევა თუ რომელი მომხმარებელი (ან მომხმარებლები) ამოწმებენ ტრანზაქციების ახალ ბლოკებს და შესაბამისად შესრულების შემდეგ მიიღებენ “ჯილდოს”. 

დეცენტრალიზირებული ფინანსები (DeFi): ფინანსური სერვისები და აპლიკაციები, რომლებიც აგებულია ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე და მომხმარებელს ტრადიციულ ფინანსურ სერვისებს შუამავლების გარეშე სთავაზობს.

Hard Fork: მნიშვნელოვანი და შეუქცევადი ცვლილება ბიტკოინის პროტოკოლში.

სმარტ კონტრაქტი (Smart Contract): თვითშესრულებადი კონტრაქტები ბლოკჩეინზე დაწერილი ხელშეკრულების პირობებით.

HODL: გამოიყენება გრძელვადიანი საინვესტიციო სტრატეგიის აღსანიშნავად.

FOMO, გამოტოვების შიში (Fair of Missing Out): შიში იმისა, რომ კრიპტოვალუტების ბაზარზე პოტენციურ მოგებას გამოტოვებთ

ვეშაპი (Whale): ადამიანი ან ჯგუფი, რომელიც კრიპტოვალუტების მნიშვნელოვან რაოდენობას ფლობს.

საბაზრო კაპიტალი (Market Cap): მიმოქცევაში მყოფი კრიპტოვალუტების ჯამური ღირებულება, რომელიც გამოითვლება მისი ფასის გამრავლებით მიმოქცევაში მყოფ მონეტების რაოდენობაზე.

ტოკენი (Token): პროექტის მიერ გაცემული ღირებულების ერთეული, რომელიც ხშირად აგებულია ბლოკჩეინზე, რომელიც სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენება.

KYC – იცოდე შენი მომხმარებელი (Know Your Customer): კრიპტოვალუტების მომხმარებლების იდენტიფიკაციისთვის ვერიფიკაციის პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს თაღლითობის და ფულის გათეთრების თავიდან აცილებას.

ფიატი (Fiat): სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ტრადიციული ვალუტა, მაგალითად: აშშ დოლარი ან ევრო.

პირადი გასაღები (Private Key): საიდუმლო კოდი, რომელიც წვდომას გაძლევთ თქვენს კრიპტოვალუტაზე. 

Coinet-იყიდე და გაყიდე კრიპტოვალუტა

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი