22 ივლისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1617

ორშაბათს, 22 ივლისს ციფრული ვალუტის ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებდა.

დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 10.600 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსმა მხოლოდ 0.14%-ით დაიკლო.

უნდა აღინიშნოს, რომ გასულ კვირას ბიტკოინის ფასმა 11.000 დოლარამდე მოიმატა. ამასთანავე, ანალიტიკოსები ამ კვირაში ფასის მატებასაც არ გამორიცხავენ.

ბაზარზე კი ბიტკოინის დომინირების მაჩვენებელი 65.2%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ორშაბათს, დღის განმავლობაში ალტკოინის ფასმა 0.65%-ით მოიმატა. ეს კი ნიშნავს, რომ ეთერიუმის კურსი ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. კრიპტოვალუტის ფასი 225 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 22 ივლისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 290.3 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი