ჯეკ დორსი: აფრიკა კრიპტოვალუტის განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია

0
1594

Twitter-ისა და Square–ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის განაცხადების თანახმად, აფრიკის კონტინენტი ციფრული ვალუტის განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.

ჯეკ დორსი 2020 წელს აფრიკაში დაბრუნდება. ამჟამად, ის ნიგერიასა და განაში მოგზაურობს.

თავის განცხადებაში ჯეკ დორსი ხაზს უსვამს აფრიკის პოტენციალს ბიტკოინთან მიმართებაში.

”აფრიკა განსაზღვრავს მომავალს, განსაკუთრებით კი ბიტკოინის!”, – აღნიშნა Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. ასევე ცნობილი გახდა, რომ მომავალ წელს 6 თვე ჯერ დორსი აფრიკის კონტინენტზე გაატარებს.

უნდა აღინიშნოს, რომ ნიგერიაში ყოფნის დროს ჯეკ დორსი დაესწრო ბიტკოინთან დაკავშირებულ კონფერენციას.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ განას რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი ციფრულ ვალუტას გამოუშვებს.

ამ ეტაპზე ცენტრალური ბანკის მიერ ციფრული ვალუტის კვლევა მიმდინარეობს.

ერნესტ ედისონმა, რომელიც არის ეკონომისტი და განას რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა საპილოტე პროექტისთვის.

ეროვნული ბანკის 23-ე კონფერენციაზე, ერნესტ ედისონმა აღნიშნა, რომ ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის პროექტი ქვეყნის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი