კრიპტო ანალიტიკოსი: ბიტკოინის ფასი 5 წელიწადში 300.000 დოლარამდე გაიზრდება

0
1620

კრიპტოვალუტის ანალიტიკოსი ადამ ბექი ფიქრობს, რომ მომდევნო ხუთ წელიწადში ბიტკოინის ფასი 300.000 დოლარამდე გაიზრდება.

Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორების ჩარევის გარეშე შესაძლოა, ციფრული ვალუტების კურსი გაიზარდოს.

უნდა აღინიშნოს, რომ არაერთი ექსპერტი საუბრობდა ინსტიტუციონალური ინვესტორების მხრიდან კრიპტოვალუტით დაინტერესებაზე.

Galaxy Digital–ის აღმასრულებელი დირექტორი, მაიკ ნოვოგრაცი აცხადებდა, რომ ინსტიტუციონალური ინვესტორების ინტერესი ბიტკოინის ფასზე დადებითად აისახებოდა. ის 2019 წელს პროგნოზირებდა, რომ ბიტკოინი 2017 წლის ნიშნულს დაუბრუნდებოდა. თუმცა ეს ასე არ მოხდა.

ციფრული ვალუტის ანალიტიკოსი, ტომ ლი კი დარწმუნებული იყო, რომ ბიტკოინი ინვესტორებისთვის ნამდვილი უსაფრთხო თავშესაფარი გახდებოდა.

“დიახ, ბაზარზე ამას ნამდვილად დაინახავთ. ბიტკოინი არის ის ციფრული ვალუტა, რომლითაც ინსტიტუციონალური ინვესტორები უნდა დაინტერესდნენ”,- განაცხადა Fundstrat Global Advisors-ის ანალიტიკოსმა.

შეგახსენებთ, რომ Goldman Sachs-ი ციფრული ვალუტით აქტიურად არის დაინტერესებული.

ამერიკულმა უმსხვილესმა საინვესტიცო ბანკმა, Goldman Sachs-მა ჯერ კიდევ 2018 წლის მაისში განაცხადა, რომ ბიტკოინი სულაც არ იყო თაღლითობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი