ბიტკოინის კურსი ზრდას განაგრძობს

0
1623

ანალიტიკოსების პროგნოზის მიხედვით, ბიტკოინს აქვს ზრდის ტენდენციის შესაძლებლობა. სამიზნე ფასი კი 69.540 დოლარია.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ორი დღეა ბიტკოინის კურსი მკვეთრ მატებას განიცდის. კრიპტოვალუტის კურსმა 60.000 დოლარის ნიშნული კვირას, 11 აპრილს გადალახა. ამის შემდეგ იყო ფასის მცირე რყევა. თუმცა დღეს დილიდან ბიტკოინის კურსი ზრდის ტენდენციას აფიქსირებს.

გუშინ, 12 აპრილს კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 60.175 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 61.253 დოლარი იყო. ფასის ყველაზე დაბალი დონე კი 59.589 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს კი ვაჭრობა 59.893 დოლარზე დაიხურა.

ამჟამად, ბიტკოინის კურსი 62.600 დოლარის ფარგლებში მოძრაობს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ციფრული ვალუტის ფასი თითქმის 7%-ით არის გაზრდილი.

12 აპრილის მდგომარეობით კი, ბიტკოინის საბაზრო წილი 54.8%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ Pantera Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენ მორდჰედიმ გასულ წელს აღნიშნა, რომ 2021 წელს ბიტკოინის კურსი 500.000 დოლარამდე გაიზრდებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი