CoinMarketCap-ის სიაში Dogecoin-ი რიგით მეოთხე კრიპტოვალუტა გახდა

0
1289

Dogecoin–ს სენსაციური გასული კვირა ჰქონდა. Dogecoin-ი ილონ მასკის მიერ შვიდი წლის წინ შექმნილი პროექტია, რომელმაც რეალური ღირებულება დროთა განმავლობაში შეიძინა და გასულ კვირას ფასის რეკორდული მაჩვენებელიც დააფიქსირა.

იაპონური ბაზრის თანახმად, კრიპტოვალუტა საბაზრო კაპიტალიზაციით მიუახლოვდა Nintendo–ს ფასს. Nintendo სათამაშო ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი კონგლომერატია, რომლის საბაზრო ღირებულება 76,3 მილიარდი დოლარია. გასული კვირის ბოლოს კი Dogecoin-ის კაპიტალიზაციამ 77,7 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

თუმცა მეორე დღეს ფასი ისევ დაეცა და 0.50-ზე ჩამოვიდა. ამიტომ ახლა კრიპტოვალუტის საბაზრო ღირებულება 63.8 მილიარდი დოლარს შეადგენს.

CoinMarketCap–ის თანახმად, Dogecoin-ის საბაზრო კაპიტალიზაცია რიპლიზე მეტია, რაც მას რიგით მეოთხე კრიპტოვალუტად აქცევს.

შეგახსენებთ, რომ ბოლოს Dogecoin-ის ფასი 23%-ით მას შემდეგ დაეცა, რაც ილონ მასკმა კრიპტოვალუტის კრიტიკა მისი მფლობელების გამო დაიწყო.

Dogecoin-ის (DOGE) ღირებულებამ 15 თებერვალს მიაღწია რეკორდულ მინუს ნიშნულს. ეს კი მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა ყურადღება გაამახვილა DOGE მონეტების უთანასწორო განაწილებაზე. მან მსხვილ მფლობელებს მოუწოდა, რომ გაყიდონ თავიანთი საკუთრება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი