ევროპის ცენტრალური ბანკი Blockchain ტექნოლოგიას შეისწავლის. ტექნოლოგიის შესწავლა გადახდის სისტემაში Blockchain-ის ინტეგრაციისთვის არის საჭირო.ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, Blockchain ტექნოლოგიის გარდა, ბანკი ციფრული ევროს გამოშვების საკითხზეც მუშაობს.ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრის, ფაბიო პანეტას აზრით, ანგარიში ხაზს უსვამს იმას, რომ გადახდის სისტემების უწყვეტობა არის მნიშვნელოვანი ამოცანა ცენტრალური ბანკისთვის, განსაკუთრებით...
Facebook–ის Libra-ს ასოციაცია Blockchain არქიტექტურის შექმნას განაგრძობს.ამის შესახებ განცხადებას ასოციაციის ვიცე-თავმჯდომარე დანტე დისპერტი აკეთებს.მიუხედავად არსებული შეშფოთებისა, რომ Blockchain-ი არ არის საკმარისად მომწიფებული გადახდის ახალი სისტემისთვის, ეს ტექნოლოგია ცენტრალურმა ბანკებმა შეისწავლეს.მედიასთან საუბრის დროს, დანტე დისპერტიმ სტრუქტურული სარგებელის შესახებ ისაუბრა, რომელიც Blockchain-ის განვითარებით მიიღწევა.”ჩვენ ვცდილობთ Blockchain ტექნოლოგიის...
მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები არაეფექტური აღმოჩნდა. ქსელის არაეფექტურობა და წარუმატებლობა COVID-19-ის პანდემიის ფონზე გამოვლინდა.თუმცა, მიუხედავად ამისა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მიიჩნევს, რომ ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პრობლემები უნდა მოგვარდეს, რადგან დღეს პანდემიის ფონზე ერთადერთი გამოსავალი ციფრული ტექნოლოგიების ოპტიმიზაციაა.მოხსენების პარალელურად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია...
შვეიცარიის crypto valley მოლაპარაკებებს აწარმოებს ფედერალურ მთავრობასთან, რათა შეიქმნას ფონდი, რომელიც დაეხმარება fintech კომპანიებს.შვეიცარიის crypto valley არის ერთგვარი ფინანსური რეგიონი, რომელიც ციურიხის მახლობლად მდებარეობს. ასოციაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფონდი კერძო ინვესტიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაღებული თანხით შეივსება.ამ ეტაპზე როგორც ცნობილია საჭიროა 100 მილიონი შვეიცარიის ფრანკი, რაც დაახლოებით...
იაპონიაში მალე ამოქმედდა ციფრული აქტივების შესახებ ახალი კანონი.ამ საკითხთან დაკავშირებით BitFlyer-ის შვილობილი კომპანიის წარმომადგენლებმა დაიწყეს კონსულტაცია Blockchain კომპანიასთან.27 აპრილს გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, Blockchain ტექნოლოგიის ადაპტირება ბიზნესს საშუალებას მისცემს სამუშაო უფრო ეფექტურად, მცირე დროში შესრულდეს.ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Blockchain ტექნოლოგიის დახმარებით ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება.BitFlyer-ის სათაო ოფისი მდებარეობს ტოკიოში მდებარეობს....
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ჩინეთის ქალაქ ქინგდაოში Blockchain-ზე დაფუძნებული საერთაშორისო გადარიცხვის საპილოტე პროგრამა განხორციელდა.საპილოტე პროგრამაში მონაწილეობა 37 ბიზნეს-კომპანიამ მიიღო. მათ Blockchain-ის საშუალებით გარიგება აწარმოეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, მექსიკასა და ინდოეთში.პროექტის მონაწილეებმა ადგილობრივი გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნეს, რომ შედეგი დამაკმაყოფილებელია.ინტერვიუს დროს ინვესტორებმა აღნიშნეს, რომ საპილოტე პლატფორმამ...
ჩინეთის მთავრობამ Blockchain კომპანიას დაფინანსება შეუწყვიტა. კომპანია სამედიცინო მიწოდების ექსპორტს იყო პასუხიმგებელი იმ ქვეყნებში, რომლებშიც COVID-19-ი ფართოდ არის გავრცელებული.ადგილობრივი გაზეთის The Global Times-ის ცნობით, პეკინში დაფუძნებული კომპანია 15 აპრილს კომერციის სამინისტრომ შავ სიაში შეიტანა. შავ სიაში შეტანის მიზეზი უხარისხო პროდუქციის გაყიდვაა, რაც ქვეყნის იმიჯს მნიშვნელოვნად აზიანებს.გარდა ქვეყნის იმიჯისა,...
არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში, აბუ-დაბიში Blockchain ტექნოლოგია სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.Blockchain-ისადმი საზოგადოების მზარდ ინტერესს ხელს უწობს მოქნილი მარეგულირებელი სისტემა.მიუხედავად იმისა რომ Blockchain-თან დაკავშირებულ კანონპროექტზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს, შექმნილი გარემო აბუ-დაბიში ისეთია, რომ ყველაფერი ტექნოლოგიის განვითარებისკენ არის მიმართული.ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ აბუ-დაბის გლობალურმა ბაზარმა...
კანადურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ VitalHub Corp–მა Blockchain-ზე დაფუძნებული კორონავირუსის სკრინინგის პირველი გამოშვება დაანონსა.ამ საშუალებას სამედიცინო ორგანიზაცია, Sunny Side Home-ი გამოიყენებს.Sunnyside Home–მა ტექნოლოგიურ კომპანიას მიმართა, რათა Blockchain-ზე ორიენტირებული პროგრამა შეექმნათ, რომესაც თავის მხრივ, COVID-19 წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოიყენებდნენ.პროგრამა შეძლებს სკრინინგს, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და ა.შ.Sunnyside Homes–ის ხელმძღვანელი, ჯული ვილერი...
კორონავირუსის პანდემიის პირობებში სანდო ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობა გადამწყვეტ როლს იძენს. ყალბი ინფორმაცია ვირუსის შესახებ საზოგადოებაში მხოლოდ შიშსა და პანიკას იწვევს.მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე ჯარიმა და პატიმრობის შეფარდებაც კი არის დაწესებული ინტერნეტით მაინც ხდება კორონავირუსის შესახებ ყალბი ახალი ამბების გავრცელება.იტალიის ერთ-ერთი მსხვილი ახალი ამბების სააგენტო...