22 აგვისტოს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1548

ხუთშაბათს, 22 აგვისტოს, კრიპტოვალუტების ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში არ დაფიქსირებულა ფასების მკვეთრი ცვლილება.

დღის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 10.000 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. ანალიტიკოსების მოსაზრებით, თუკი ბიტკოინის ფასი მოიმატებს მომდევნო დონე 11.000 დოლარი იქნება.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის წილი ბაზარზე პრაქტიკულად ერთი კვირის განმავლობაში უცვლელია და ის 68.8%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ბაზრის კაპიტალიზაციით მეორე უდიდეს ციფრულ ვალუტას, ეთერიუმს: უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ალტკოინის ფასი მხოლოდ 1%-ით შემცირდა.

ამ ეტაპზე ეთერიუმის კურსი 192 დოლარს შეადგენს. ამჟამად, კრიპტოვალუტის სამიზნე ფასი 200 დოლარია.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 22 აგვისტოს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 260 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი