შვეიცარიის crypto valley fintech კომპანიების დახმარებისთვის ფონდს ქმნის

0
1286

შვეიცარიის crypto valley მოლაპარაკებებს აწარმოებს ფედერალურ მთავრობასთან, რათა შეიქმნას ფონდი, რომელიც დაეხმარება fintech კომპანიებს.

შვეიცარიის crypto valley არის ერთგვარი ფინანსური რეგიონი, რომელიც ციურიხის მახლობლად მდებარეობს. ასოციაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფონდი კერძო ინვესტიციისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაღებული თანხით შეივსება.

ამ ეტაპზე როგორც ცნობილია საჭიროა 100 მილიონი შვეიცარიის ფრანკი, რაც დაახლოებით 102.7 მილიონ დოლარის ექვივალენტია.

ეს თანხა საჭიროა არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.

ხელსაყრელმა კანონმდებლობამ და ინოვაციამ შვეიცარი Blockchain ტექნოლოგიისთვის მიმზიდველ ადგილად აქცია.

თუმცა პანდემიის ფონზე ადგილობრივი ციფრული ვალუტის ბიზნესიც რისკის ქვეშ დადგა. საქმე ძირითადად ეხება დამწყებ კომპანიებსა და სტარტაპებს.

გამოკითხვის შედეგად დადგინდა, რომ ასეთი ტიპის კომპანიებს არ აქვთ ისეთი ოდენობის მატერიალური სახსრები, რომლითაც მუშაობის გაგრძელებას მომდევნო 12 თვე შეძლებენ.

crypto valley-ს მიზანს სწორედ ასეთი კომპანიების დახმარება წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის ფონზე სტარტაპების განვითარება შეფერხებულია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი