ჩინეთის მთავრობამ ერთ-ერთი Blockchain კომპანია შავ სიაში შეიტანა

0
1214

ჩინეთის მთავრობამ Blockchain კომპანიას დაფინანსება შეუწყვიტა. კომპანია სამედიცინო მიწოდების ექსპორტს იყო პასუხიმგებელი იმ ქვეყნებში, რომლებშიც COVID-19-ი ფართოდ არის გავრცელებული.

ადგილობრივი გაზეთის The Global Times-ის ცნობით, პეკინში დაფუძნებული კომპანია 15 აპრილს კომერციის სამინისტრომ შავ სიაში შეიტანა. შავ სიაში შეტანის მიზეზი უხარისხო პროდუქციის გაყიდვაა, რაც ქვეყნის იმიჯს მნიშვნელოვნად აზიანებს.

გარდა ქვეყნის იმიჯისა, ასევე უხარისხო პროდუქცია საფრთხეს უქმნის მიმღები ქვეყნის მოქალაქეებს.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ Blockchain ტექნოლოგია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის აქტიურად გამოიყენება.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მსხვილ ტექნიკურ და Blockhain კომპანიებთან ერთად პლატფორმას ქმნის, რომელიც კოროვირუსის პანდემიის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ პლატფორმა MiPasa ექიმებს COVID-19 გადატანისა და ინფექციური წერტილების ადრეული გამოვლენის საშუალებას მისცემს.

MiPasa შეიქმნა ტექნოლოგიურ კომპანია IBM-ის, კომპიუტერული ფირმა Oracle-ის, Blockhain პლატფორმა Hacera-სა და Microsoft-ის თანამშრომლობის შედეგად.

”MiPasa-ს შეუძლია ადგილობრივი და გლობალური ეპიდემიოლოგიური ტენდენციების მონიტორინგი. ასევე პლატფორმის დახმარებით შესაძლებელია წინასწარ გამოვლენა გეოგრაფიული არეალისა, სადაც მოსალოდნელი იქნება კორონავირუსის აფეთქება”,-ნათქვამია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი