კანადაში Blockchain ტექნოლოგიას COVID-19-ის წინააღმდეგ აქტიურად იყენებენ

0
1498

კანადურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ VitalHub Corp–მა Blockchain-ზე დაფუძნებული კორონავირუსის სკრინინგის პირველი გამოშვება დაანონსა.

ამ საშუალებას სამედიცინო ორგანიზაცია, Sunny Side Home-ი გამოიყენებს.

Sunnyside Home–მა ტექნოლოგიურ კომპანიას მიმართა, რათა Blockchain-ზე ორიენტირებული პროგრამა შეექმნათ, რომესაც თავის მხრივ, COVID-19 წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოიყენებდნენ.

პროგრამა შეძლებს სკრინინგს, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და ა.შ.

Sunnyside Homes–ის ხელმძღვანელი, ჯული ვილერი შექმნილი პროგრამით კმაყოფილია.

”როდესაც ჩვენ VitalHub-ს დასახმარებლად მივმართეთ, მათ 24 საათში შეძლეს პროგრამის შემუშავება და განხორციელება. პანდემიის დროს ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, რადგან ვირუსის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა COVID-19-ის პრევენციის საუკეთესო გზაა”,- აღნიშნულია Sunnyside Homes–ის ხელმძღვანლის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, კანადაში დაფუძნებული კომპანია ლათინურ ამერიკაში კოროვირუსული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში Blockchain ტექნოლოგიას გამოიყენებდა.

კომპანიამ საზოგადოებრივი უსაფრთხოების სისტემის პროგრამა, სახელწოდებით Civitas დაიწყო. პროგრამა მიზნად ისახავს თავშეყრის ადგილების შემცირებას.

მაგალითად, თუ მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათ აქვთ კორონავირუსის მსგავსი სიმპტომები, აპლიკაციას შეუძლია განსაზღვროს რომელი დღეებია მათთვის ყველაზე უსაფრთხო სურასათისა და მედიკამენტების შესაძენად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი