რა მოხდა კრიპტო სამყაროში ამ კვირას

0
536
რა მოხდა კრიპტო სამყაროში ამ კვირას

მთავარი მოვლენები, რომლებიც ამ კვირაში კრიპტო სამყაროში მოხდა:

1. ჰამას – ისრაელის კონფლიქტის ფონზე ბიტკოინის (BTC) ფასი დაცა

დაახლოებით 11 დღის წინ, ჰამასსა და ისრაელს შორის ომის დაწყებამდე, ბიტკოინმა (BTC) მრავალკვირიან პიკს $28 600-მდე მიაღწია. თუმცა, მალევე კვლავ დაიწყო ღირებულების დაკარგვა და რამდენიმე დღეში $27 500-მდე დაეცა. ეს არ იყო დასასრული, ჰამასი-ისრაელის ომის ფონზე ბიტკოინმა კვლავ გააგრძელა ვარდნა და კვირის განმავლობაში $26 500-მდე დაეცა. იმის მიუხედავად, რომ მომდევნო საათებში კვლავ შეძლო $27 000-მდე გაზრდა, მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, ფასი მუდმივად მერყეობს.

2. JPMorgan-მა ტოკენიზირებული უზრუნველყოფის ქსელი წარადგინა

JPMorgan-მა ტოკენიზირებული ურუნველყოფის ქსელი (Tokenized Colateral Network (TCN) წარადგინა, ამ ინოვაციას ბლოკჩეინ და კრიპტო სივრცეში მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნება ინდუსტრიაზე.
TCN აპლიკაცია საშუალებას აძლევს ინვესტორებს თავიანთი აქტივები გირაოს სახით გამოიყენონ. ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით, ინვესტორებს შეუძლიათ გარანტიის საკუთრება გადასცენ მთავარი ხელშეკრულების ცვლილებების გარეშე, რაც ტრანზაქციებს გახდის უფრო სწრაფს, ეფექტურს და უსაფრთხოს.

3. ჰამასმა თავდასხმები კრიპტოვალუტით დააფინანსა

ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, ჰამასმა ისრაელზე თავდასხმა კრიპტოვალუტის გამოყენებით განახორციელა. თავდასხმებამდე ერთი წლის განმავლობაში, სამმა მებრძოლმა ჯგუფმა – ჰამასმა, პალესტინის ისლამურმა ჯიჰადმა და მათმა ლიბანელმა მოკავშირემ ჰეზბოლამ – დიდი თანხები მიიღეს კრიპტოვალუტის საშუალებით. ციფრული ვალუტის საფულეებმა, რომლებსაც ისრაელის ხელისუფლება PIJ-ს უკავშირებს, $93 მილიონი მიიღო კრიპტოვალუტით. ეს პროცესი გრძელდებოდა 2021 წლის აგვისტოდან მიმდინარე წლის ივნისამდე. იგივე პერიოდში, ჰამასის საფულეებმა $41 მილიონი მიიღო.

4. სემ ბანკმენ-ფრიდის, FTX-ის ყოფილი CEO-ს, სასამართლო პროცესი

მიმდინარე კვირის ერთ-ერთი მთავარი მოვლენა სემ ბანკმენის სასამართლო პროცესია. კვირის დასაწყისში, სასამართლოს პირველი სამი დღის განმავლობაში სასამართლომ ოთხი მოწმის ჩვენება მოისმინა. თითოეულმა მოწმემ თავისი უნიკალური ისტორია მოყვა იმის შესახებ, თუ როგორ დააზარალა ისინი FTX-ში მუშაობამ და ბანკმენის მარიონეტულმა მართვის სისტემამ.

კრიპტო სამყაროს სიახლეებს წარმოგიდგენთ – Coinet 

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი