15 თებერვალს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1508

პარასკევს, 15 თებერვალს ციფრული ვალუტების ბაზარი სტაბილურობას ინარჩუნებდა. მნიშვნელოვანია, რომ დაახლოებით ერთი კვირაა კრიპტოვალუტების ფასები იზრდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ფიქსირდება ფასის მცირე დანაკარგებიც.

ბიტკოინის ფასის ნიშნული ბოლო 24 საათის განმავლობაში ოდნავ შემცირდა. კრიპტოვალუტის ფასი 3.626 დოლარის ნიშნულის ქვემოთ მოექცა.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 7 დღის განმავლობაში ბიტკოინის კურსი დაახლოებით 7.41%-ით გაიზარდა, ხოლო შემცირების ნიშნული 0.1%-ს შეადგენს.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმი რამდენიმე დღეა კაპიტალიზაციის მაჩვენებლით მეორე ადგილს იკავებს. გუშინ ალტკოინის საბაზრო ღირებულება 122 დოლარს შეადგენდა.

უნდა აღინიშნოს, რომ 10 თებერვალს ეთერიუმის ფასი 124 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. ბოლო ერთი კვირის მანძილზე კი ალტკოინის კურსმა 5%-ით მოიმატა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 15 თებერვალს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 120 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი