Libra-ს ასოციაცია Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას განაგრძობს

0
1850

Facebook–ის Libra-ს ასოციაცია Blockchain არქიტექტურის შექმნას განაგრძობს.

ამის შესახებ განცხადებას ასოციაციის ვიცე-თავმჯდომარე დანტე დისპერტი აკეთებს.

მიუხედავად არსებული შეშფოთებისა, რომ Blockchain-ი არ არის საკმარისად მომწიფებული გადახდის ახალი სისტემისთვის, ეს ტექნოლოგია ცენტრალურმა ბანკებმა შეისწავლეს.

მედიასთან საუბრის დროს, დანტე დისპერტიმ სტრუქტურული სარგებელის შესახებ ისაუბრა, რომელიც Blockchain-ის განვითარებით მიიღწევა.

”ჩვენ ვცდილობთ Blockchain ტექნოლოგიის განვითარებას. ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან ტექნოლოგიის გარეშე Libra-ს პროექტი ვერ განხორციელდება”,- აღნიშნა ასოციაციის ვიცე-თავმჯდომარემ.

უნდა აღინიშნოს, რომ გარდა Blockchain ტექნოლოგიისა, Libra მარეგულირებელ წესებს უნდა დაემორჩილოს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის შემოდგომაზე გამართულ კონგრესის მოსმენაზე, Facebook–ის აღმასრულებელმა დირექტორმა და დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა ისაუბრა კომპანიის ვალდებულების შესახებ. საუბარი ასევე შეეხებოდა მარეგულირებელთან ურთიერთობასაც.

შეკითხვაზე, რას მოიმოქმედებს კომპანია, თუკი Libra-ს ასოციაცია მარეგულირებლის ნებართვის გარეშე დაიწყებს მოქმედებას, მარკ ცუკერბერგის პასუხი ასეთი იყო: ”მაშინ, ჩვენ, იძულებული გავხდებით, რომ ასოციაცია დატოვოთ”.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი