Blockchain-ი COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებად დასახელდა

0
1265

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები არაეფექტური აღმოჩნდა. ქსელის არაეფექტურობა და წარუმატებლობა COVID-19-ის პანდემიის ფონზე გამოვლინდა.

თუმცა, მიუხედავად ამისა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მიიჩნევს, რომ ციფრულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული პრობლემები უნდა მოგვარდეს, რადგან დღეს პანდემიის ფონზე ერთადერთი გამოსავალი ციფრული ტექნოლოგიების ოპტიმიზაციაა.

მოხსენების პარალელურად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას უწევს სხვადასხვა საჭიროების დროს Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას.

აპრილის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ კანადურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ VitalHub Corp–მა Blockchain-ზე დაფუძნებული კორონავირუსის სკრინინგის პირველი გამოშვება დაანონსა.

ამ საშუალებას სამედიცინო ორგანიზაცია, Sunny Side Home-ი გამოიყენებს.

Sunnyside Home–მა ტექნოლოგიურ კომპანიას მიმართა, რათა Blockchain-ზე ორიენტირებული პროგრამა შეექმნათ, რომესაც თავის მხრივ, COVID-19 წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოიყენებდნენ.

პროგრამა შეძლებს სკრინინგს, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას და ა.შ.

”როდესაც ჩვენ VitalHub-ს დასახმარებლად მივმართეთ, მათ 24 საათში შეძლეს პროგრამის შემუშავება და განხორციელება. პანდემიის დროს ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, რადგან ვირუსის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა COVID-19-ის პრევენციის საუკეთესო გზაა”,- აღნიშნულია Sunnyside Homes–ის ხელმძღვანლის განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი