ევროპის ცენტრალური ბანკი Blockchain-ისა და ციფრული ევროს საკითხზე მუშაობს

0
1295

ევროპის ცენტრალური ბანკი Blockchain ტექნოლოგიას შეისწავლის. ტექნოლოგიის შესწავლა გადახდის სისტემაში Blockchain-ის ინტეგრაციისთვის არის საჭირო.

ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, Blockchain ტექნოლოგიის გარდა, ბანკი ციფრული ევროს გამოშვების საკითხზეც მუშაობს.

ბანკის აღმასრულებელი საბჭოს წევრის, ფაბიო პანეტას აზრით, ანგარიში ხაზს უსვამს იმას, რომ გადახდის სისტემების უწყვეტობა არის მნიშვნელოვანი ამოცანა ცენტრალური ბანკისთვის, განსაკუთრებით კორონავირუსის პანდემიის მიერ გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დროს.

რამდენიმე დღის წინ ნიდერლანდების ცენტრალური ბანკი ახალი ინიციატივით გამოვიდა. ბანკის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბანკის სურვილი იყო, რომ ევროკავშირის მასშტაბით ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამოშვებაში ლიდერი გამხდარიყო.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ბანკი მზად არის წამყვანი როლი შეასრულოს კვლევაში და განავითაროს ციფრული ვალუტა. რასაკვირველია, ამ სახის ვალუტა ევროკავშირის მასშტაბით თავისუფლად უნდა იყოს მიმოქცევაში გაშვებული.

ყველა წევრი ქვეყანა, რომელიც დაინტერესებულია ციფრული ევროს გამოშვებით ნიშნავს, რომ ის პროგრესზე არის ორიენტირებული. უნდა აღინიშნოს, რომ ციფრული ევროთი საერთაშორისო გადარიცხვები უფრო სწრაფ და იაფ მომსახურეობას ითვალისწინებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი