კრიპტო სიახლეები

კრიპტო სიახლეები

PayPal-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენ შულმანმა განაცხადა, რომ Blockchain და კრიპტო მომხმარებლის აქტიურობამ მოლოდინს გადააჭარბა. ეს კი, რასაკვირველია, კომპანიის რესურსების ზრდას იწვევს.დენ შულმანმა დასძინა, რომ PayPal-ი აქტიურად თანამშრომლობს მარეგულირებელ ორგანოებთან და ცენტრალურ ბანკებთან "პოსტ-ფიზიკური ფულადი სამყაროს" მომავლის შესაქმნელად.”ჩვენ ვაწარმოებთ ინვესტიციებს Blockchain ტექნოლოგიასა და ციფრულ ვალუტაში. 2021 წელს კი კომპანია...
CryptoPunks-ი პოპულარული NFT კოლექციონერების გაერთინაებაა, რომელიც 12 აპრილიდან დაიწყებს ღონისძიებისთვის მომზადებას. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, ღინისძიება 12 მაისს შედგება.ღონისძიების შესახებ რეკლამები კი ერთი თვის განამვლობაში განთავსდება მაიამის ქუჩებში, ავტობუსებსა თუ ბილბორდებზე. გამოფენას უმასპინძლებს არაკომერციული ორგანიზაცია SaveArtSpace-ი.CryptoPunks-ი აერთიანებს 100-მდე ნამუშევარს.96 სიმბოლოს გარდა, რომლებიც ქალაქის მასშტაბით იქნება...
სამშაბათს, 16 ივლისს კრიპტოვალუტის ბაზარი დღის პირველ ნახევარში სტაბილურობით გამოირჩეოდა.ბიტკოინი მიუახლოვდა 11.000 დოლარის ნიშნულს. Coin360- ის მონაცემების მიხედვით, ფასი 10.715 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. CoinMarketCap-ის რიცხვებით კი, გუშინ ბიტკოინის უმაღლესი ნიშნული 10.996 დოლარს შეადგენდა.რაც შეეხება კაპიტალიზაციის მაჩვენებელით მეორე უდიდეს კრიპტოვალუტას, ეთერიუმს: ბიტკოინის მსგავსად ეთერიუმის ფასიც დღის განმავლობაში სტაბილურად აგრძელებდა კურსის...
YouTube-ი თავის პლატფორმაზე NFT-ს ინტეგრაციას განიხილავს. ამის შესახებ პლატფორმის აღმასრულებელმა დირექტორმა, სიუზან ვოიციცკამ განაცხადა.მან რამდენიმე კვირის წინაც აღნიშნა, რომ პლატფორმას შეუძლია Web3-ისა და NFT-ის გამოყენება.NFT-ის პლატფორმაზე ჩართვით ფანებთან ურთიერთობა უფრო გამარტივდება.YouTube-ის პროდუქციის მთავარმა ოფიცერმა, ნილ მოჰანმა ახალი პროდუქტებისა და ფუნქციების გრძელი სია გამოაქვეყნა, რომელთა შემუშავებასაც კომპანია...
ამერიკული ჰეჯ-ფონდის Citadel-ის აღმასრულებელი დირექტორი, კენეტ გრიფინი ფიქრობს, რომ ეთერიუმის ქსელი ბიტკოინს შეცვლის.Citadel-ი 40 მილიარდ დოლარზე მეტი კაპიტალის მმართველია. DealBook-ის სამიტზე, რომელსაც The New York Times-მა უმასპინძლა, კენეტ გრიფინმა განაცხადა, რომ სამომავლოდ იმედოვნებს, რომ ბიტკოინი ეთერიუმით ჩანაცვლდება.მან ასევე დაამატა, რომ ეთერიუმს აქვს ტრანზაქციის მაღალი სიჩქარისა და დაბალი ფასის...
MicroStrategy–მ Nasdaq–ს ბიტკოინის ყიდვის მონაცემებით გადაუსწრო. კომპანია ბიტკოინის ბიუჯეტს 250 მილიონ დოლარამდე ზრდის.MicroStrategy-ს დირექტორთა საბჭომ კომპანიის სამომავლო ზრდისათვის გადაწყვიტა, რომ სარეზერვო აქტივი ბიტკოინში შეესყიდა. ბიუჯეტი კი 250 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტამდე გაზარდა.კომპანია აცხადებს, რომ აღნიშნული აქტივი ხელს შეუწყობს მათი შესყიდვების გაფართოვებას, რომელიც კომპანიის ზრდას გულისხმობს. ამისთვის კი...
აშშ-ს ძვირადღირებული სასტუმროს ბრენდი ბიტკოინით გადახდების მიღებას დაიწყებს.Kessler collection-ის სასტუმროების ქსელმა, რომელიც შტატებშია დაფუძნებული დაიწყო თანამშრომლობა საგადახდო კომპანია BitPay-თან, რათა მიიღოს ბიტკოინი როგორც ერთ-ერთი გადახდის მეთოდი. ეს კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია საზოგადოებისათვის, რომ ციფრული ვალუტა ფართოდ იკიდებს ფეხს დღევანდელ ფინანსურ სამყაროში.BitPay უზრუნველყოფს, რომ სასტუმროსთვის მისაღებ გადახდის ვალუტებში შედიოდეს...
ციფრული ვალუტის საინვესტიციო ფონდის Ikigai-ს ანალიტიკოსმა, ჰანს ჰოუგენმა განაცხადა, რომ ბიტკოინის კურსი შესაძლოა, 2017 წლის ნიშნულს დაუბრუნდეს."ისევ არსებობს მოსაზრება, რომ ბიტკოინი არის ეკონომიკური ბუშტი. თუმცა არსებობს სხვა მოსაზრებებაც, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია. თუკი საზოგადოებრივი აზრი პოზიტიურია არ არის გამორიცხული, რომ ბიტკოინის ფასი კვლავ 20.000 დოლარამდე გაიზარდოს",- განაცხადა ჰანს ჰოუგენმა.გარდა ჰანს...
მთელ მსოფლიოში მოიმატა იმ სპორტსმენთა რიცხვმა, რომლებიც ანაზღაურებს კრიპტოვალუტით იღებენ.საბრძოლო თამაშის Super Smash Bros-ს ბოლო გამარჯვებულმა მოთამაშემ, კენგო კენ სუზუკიმ ხელშეკრულება გააფორმა SBI e-Sports–თან, რათა ხელფასი კრიპტოვალუტით, რიპლით აიღოს.SBI-ს მიერ გასულ კვირას გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადების თანახმად, კენი ახლა SBI e-Sports-ის ახლად დაარსებული SSBU-ს განყოფილების ნაწილი იქნება. მოთამაშე თავის...
ფილადელფიის ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტები საფრთხეს უქმნის კერძო ბანკებს.ფედერალური ბანკის ანგარიშში ნათქვამია, რომ ცენტრალური ბანკები ციფრული ვალუტის მონოპოლიზაციას მოახდენენ, რაც ზოგად საფინანსო სექტორზე ნეგატიურად აისახება.”ცენტრალური ბანკი ვერ ახდენს გრძელვადიან პროექტებში ინვესტირებას. ასეთ დროს ცენტრალური ბანკი საინვესტიციო ბანკების ექსპერტულ...