ფილადელფიის სარეზერვო ბანკი: ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა კერძო ბანკებს საფრთხეს შეუქმნის

0
1202

ფილადელფიის ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტები საფრთხეს უქმნის კერძო ბანკებს.

ფედერალური ბანკის ანგარიშში ნათქვამია, რომ ცენტრალური ბანკები ციფრული ვალუტის მონოპოლიზაციას მოახდენენ, რაც ზოგად საფინანსო სექტორზე ნეგატიურად აისახება.

”ცენტრალური ბანკი ვერ ახდენს გრძელვადიან პროექტებში ინვესტირებას. ასეთ დროს ცენტრალური ბანკი საინვესტიციო ბანკების ექსპერტულ ცოდნას უნდა დაეყრდნოს. ბანკის მიერ გამოშვებული ციფრული ვალუტა კი ნამდვილად ექსპერიმენტული ხასიათისაა. ამიტომ ციფრული ვალუტის მთავარი მიზანი არა მონოპოლიზება, არამედ კონკურენუნარიანი გარემოს შექმნა უნდა იყოს”,-აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთანავე, მარტის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთის ბანკმა ოფიციალურად დაიწყო ექსპერიმენტების პროგრამა, რომელიც ბანკის ციფრული ვალუტის საერთაშორისო ინტეგრაციისკენ იყო მიმართული.

საფრანგეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ციფრული ევრო წარმატებით დატესტა. როგორც ცნობილია, ციფრული ევრო Blockchain ტექნოლოგიაზე არის დაფუძნებული.

ექსპერიმენის მიზანი იყო შეესწავლა ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის პოტენციური სარგებელი და ასევე შეეფასებინა საფრთხე.

ცენტრალური ბანკის განცხადების თანახმად, 14 მაისს შემოწმდა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის ფასიანი ქაღალდების გაყიდვის შესაძლებლობა, რაც უფრო ძლიერი ტესტირების დაწყებაზე მეტყველებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი