აშშ-ში სასტუმროს ქსელი კრიპტოვალუტით გადახდას დანერგავს

0
1210

აშშ-ს ძვირადღირებული სასტუმროს ბრენდი ბიტკოინით გადახდების მიღებას დაიწყებს.

Kessler collection-ის სასტუმროების ქსელმა, რომელიც შტატებშია დაფუძნებული დაიწყო თანამშრომლობა საგადახდო კომპანია BitPay-თან, რათა მიიღოს ბიტკოინი როგორც ერთ-ერთი გადახდის მეთოდი. ეს კიდევ ერთი მკაფიო გზავნილია საზოგადოებისათვის, რომ ციფრული ვალუტა ფართოდ იკიდებს ფეხს დღევანდელ ფინანსურ სამყაროში.

BitPay უზრუნველყოფს, რომ სასტუმროსთვის მისაღებ გადახდის ვალუტებში შედიოდეს ეთერიუმი, Dogecoin-ი და USD Coin-ი, Paxos Standard-ი Binance USD-ი და GUSD-ი.

BitPay კომპანიის მთავარი ფინანსური ოფიცრის, ფრავი კოლაცოს თქმით, კრიპტოვალუტის გადახდების მიღება ხელს შეუწყობს უცხოელ სტუმრებს მოსახერხებელ მომსახურებაში, რათა არ განიცადონ დანაკარგები ვალუტების გადაცვლის დროს.

”ამჟამად ეს არის ერთ-ერთი ინოვაციური კონცეფცია სასტუმროების ინდუსტრიაში. მე მჯერა, რომ კრიპტოვალუტა მხოლოდ მოწონებას დაიმსახურებს და BitPay–სთან პარტნიორობა საშუალებას მოგვცემს მომხმარებლებს შევთავაზოთ მრავალფეროვანი გადახდის საშუალება”,- განაცხადა სასტუმროს აღმასრულებელმა დირექტორმა, რიჩარდ კესლერმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი