PayPal-ი 2021 წელს მომხმარებელს კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ სიახლეებს შესთავაზებს

0
1204

PayPal-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენ შულმანმა განაცხადა, რომ Blockchain და კრიპტო მომხმარებლის აქტიურობამ მოლოდინს გადააჭარბა. ეს კი, რასაკვირველია, კომპანიის რესურსების ზრდას იწვევს.

დენ შულმანმა დასძინა, რომ PayPal-ი აქტიურად თანამშრომლობს მარეგულირებელ ორგანოებთან და ცენტრალურ ბანკებთან “პოსტ-ფიზიკური ფულადი სამყაროს” მომავლის შესაქმნელად.

”ჩვენ ვაწარმოებთ ინვესტიციებს Blockchain ტექნოლოგიასა და ციფრულ ვალუტაში. 2021 წელს კი კომპანია დაიხვეწება და გაფართოვდება”,-აღნიშნა PayPal-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მან ასევე განაცხადა, რომ კრიპტო სერვისის მომხმარებლები, PayPal–ის სერვისების გამოყენებას უფრო ხშირად კრიპტოს შეძენის შემდეგ მიმართავენ, მათ ორჯერ მეტი შესვლა უფიქსირდებათ სისტემაში.

2020 წლის დეკემბერს დენ შულმანის განცხადება გავრცელდა, რომელშიც ის ამბობდა, რომ კრიპტოვალუტა მეინსტრიმის მიღების პირასაა, რადგან სულ უფრო მეტი ბიზნესი და მომხმარებელი ირჩევს ციფრული გადასახადებისა და ვალუტის ციფრული ფორმებს.

ამასთანავე, CNBC-სთან ინტერვიუს დროსაც შულმანმა აღნიშნა, რომ COVID-19 პანდემიამ საზოგადოებაში ციფრული აქტივების მოხმარებისაკენ სწრაფვა დააჩქარა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი