მაიამიში NFT-ის მასშტაბური ღონისძიება გაიმართება

0
1201

CryptoPunks-ი პოპულარული NFT კოლექციონერების გაერთინაებაა, რომელიც 12 აპრილიდან დაიწყებს ღონისძიებისთვის მომზადებას. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, ღინისძიება 12 მაისს შედგება.

ღონისძიების შესახებ რეკლამები კი ერთი თვის განამვლობაში განთავსდება მაიამის ქუჩებში, ავტობუსებსა თუ ბილბორდებზე. გამოფენას უმასპინძლებს არაკომერციული ორგანიზაცია SaveArtSpace-ი.

CryptoPunks-ი აერთიანებს 100-მდე ნამუშევარს.

96 სიმბოლოს გარდა, რომლებიც ქალაქის მასშტაბით იქნება გამოფენილი, პოპულარული NFT ასევე გამოჩნდება ღონისძიების დროს CryptoPunks-ის pop-up გამოფენის ფარგლებში.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამ მასშტაბის პროექტს მაიამი პირველად მასპინძლობს.

მას შემდეგ, რაც სიმბოლოს პოპულარობამ მის ფასზე შესამჩნევად დადებითი გავლენა იქონია პროექტების განხორციელებაც მეტად მომგებიან საქმიანობად იქცა. თუმცა პიკისათვის ჯერ არ მიუღწევია.

SaveArtSpace-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი მიზნად ისახავენ CryptoPunks-ის მრავალფეროვანი შესაძლებლობების ჩვენებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი