კენეტ გრიფინი: ეთერიუმი ბიტკოინს ჩაანაცვლებს

0
1206

ამერიკული ჰეჯ-ფონდის Citadel-ის აღმასრულებელი დირექტორი, კენეტ გრიფინი ფიქრობს, რომ ეთერიუმის ქსელი ბიტკოინს შეცვლის.

Citadel-ი 40 მილიარდ დოლარზე მეტი კაპიტალის მმართველია. DealBook-ის სამიტზე, რომელსაც The New York Times-მა უმასპინძლა, კენეტ გრიფინმა განაცხადა, რომ სამომავლოდ იმედოვნებს, რომ ბიტკოინი ეთერიუმით ჩანაცვლდება.

მან ასევე დაამატა, რომ ეთერიუმს აქვს ტრანზაქციის მაღალი სიჩქარისა და დაბალი ფასის უპირატესობა. ამჟამად, ეთერიუმი უფრო სწრაფია, ვიდრე ბიტკოინი, მაგრამ Ethereum 2.0-ს შეუძლია, რომ მნიშვნელოვნად გაზარდოს ტრანზაქციის სიჩქარე და შეამციროს ხარჯები.

გრიფინი დიდი ხნის განმავლობაში კრიპტოვალუტის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი. მისი კრიტიკის ობიექტს განსაკუთრებით ბიტკოინი წარმოადგენდა.

Citadel hedge fund-ის დამფუძნებელი და აღმსასრულებელი დირექტორი სკეპტიკურად უყურებდა წამყვან კრიპტოვალუტას. მისი ერთ-ერთი ადრინდელი განცხადების თანახმად, იგი ახალგაზრდებს ურჩევდა, რომ მეტი გაეკეთებინათ საკუთარი ცხოვრებისთვის, ვიდრე კრიპტოვალუტაში ფულის დაბანდება იყო.

თუმცა, გარდა ამისა, კენეტ გრიფინი მიიჩნევდა, რომ Blockchain-ი ნამდვილად იყო საინტერესო ტექნოლოგია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი