მედია: სამხრეთ კორეის საბანკო ასოციაცია ალტკოინებზე მოთხოვნის გაზრდით შეშფოთებულია

0
1038

სამხრეთ კორეის საბანკო ასოციაცია ალტკოინებზე მომხმარებლების მხრიდან მზარდი მოთხოვნის გამო შეშფოთებულია.

Korea Herald–ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საბანკო ასოციაციამ წევრ ბანკებს სთხოვა, ჩაეტარებინათ აუდიტი იმ ალტკოინებზე, რომლებსაც მათი კრიპტო პლატფორმები კლიენტებს სთავაზობენ.

საბანკო ასოციაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Korea Herald-თან ინტერვიუში აღნიშნა:

”ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომელსაც ჩვენ გირჩევთ არის ციფრული ვალუტების უსაფრთხოება. თუკი ბირჟა ძალიან ბევრ ციფრულ ვალუტასთანაა დაკავშირებული, ის შესაბამისად, უფრო მეტ რისკს შეიცავს”.

აღსანიშნავია, რომ გასულ თვეს სამხრეთ კორეის მთავარმა ფინანსურმა მარეგულირებელმა კრიპტო გამოძიების სპეციალური ჯგუფები შექმნა.

ქვეყნის რამდენიმე ფინანსური ორგანო გაერთიანდა, რათა არალეგალურ კრიპტო ოპერაციებთან გამკლავება მოხერხდეს.

ოფიციალური განცხადების თანახმად, ფინანსური მომსახურების კომისია ადგილობრივ საფინანსო ინსტიტუტებს სთხოვს, რომ გააძლიერონ კრიპტოვალუტის გატანის მონიტორინგი. ნებისმიერი საეჭვო საქმიანობის შესახებ უნდა ეცნობოს ფინანსური დაზვერვის სახელმწიფო განყოფილებას, სააგენტოს, რომელიც პასუხისმგებელია ფინანსური დანაშაულების გამოძიებაზე.

ახალი კანონის თანახმად, ადგილობრივმა კრიპტოვალუტის ბირჟებმა უნდა შეინარჩუნონ ურთიერთობა ადგილობრივ ბანკებთან, რათა უზრუნველყონ რეალური სახელით ანგარიშების სავალდებულო ვაჭრობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი