16 ივლისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1203

სამშაბათს, 16 ივლისს კრიპტოვალუტის ბაზარი დღის პირველ ნახევარში სტაბილურობით გამოირჩეოდა.

ბიტკოინი მიუახლოვდა 11.000 დოლარის ნიშნულს. Coin360- ის მონაცემების მიხედვით, ფასი 10.715 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. CoinMarketCap-ის რიცხვებით კი, გუშინ ბიტკოინის უმაღლესი ნიშნული 10.996 დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება კაპიტალიზაციის მაჩვენებელით მეორე უდიდეს კრიპტოვალუტას, ეთერიუმს: ბიტკოინის მსგავსად ეთერიუმის ფასიც დღის განმავლობაში სტაბილურად აგრძელებდა კურსის გაუმჯობესებას.

16 ივლისს, დღის პირველ ნახევარში ეთერიუმის ფასის უმაღლესი ნიშნული 234 დოლარზე დაფიქსირდა.

მიუხედავად ამ ფასებისა, უნდა აღინიშნოს, რომ დღის მეორე ნახევარში ციფრული ვალუტების ბაზარი მოულოდნელად შემცირდა. აქედან გამომდინარე, კაპიტალიზაციის მაჩვენებელიც 300 მილიარდი დოლარის ნიშნულს მკვეთრად ჩამოსცდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 16 ივლისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 291 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი