კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის შვედური კომპანია გერმანიის ბანკთან იწყებს თანამშრომლობას

0
2195

სტოკჰოლმის IT Ventures AB არის შვედური კომპანია, რომელიც მუშაობას კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის მიმართულებით. ცოტა ხნის წინ, კომპანიამ განაცხადა, რომ შვილობილმა კომპანიამ Valens Bank-თან პროგრამული უზრუნველყოფის სალიცენზიო შეთანხმება გააფორმა.

ხელშეკრულება IT Ventures AB-ის შვილობილ კომპანიასა და გერმანიის Valens Bank-ს შორის საშუალებას იძლევა ბანკმა მომხმარებელს მრავალფუნქციური სავალუტო ფინანსური მომსახურების შესთავაზოს, რომელის თავის მხრივ არის სტარტაპი და კრიპტოვალუტებით სავაჭრო ოპერაციების განხორციელებას გულისხმობს.

უნდა აღინიშნის, რომ სულ მალე, სექტემბრის დასაწყისში Valens Bank-ი კლიენტებს აღნიშნულ მომსახურეობას შესთავაზებს. ამის შესახებ საუბრობს ბანკის დირექტორი, ტორბენ პედერსენი.

სკანდინავიის რეგიონში კრიპტოვალუტებისა და Blockchain ტექნოლოგიის შესახებ აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა.

შეგახსენებთ, რომ მაისში ნორვეგიის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ საკუთარი ციფრული ვალუტის გამოშვებას გეგმავდა რამდენიმე მიზეზის გამო. ძირითადი მიზეზი ეს იყო კერძო ბანკებში დეპოზიტების საიმედო ალტერნატივის შექმნა რომელიც ამავე დროს ნაღდი ფულის შესაბამისი იურიდიული ძალის მქონე აქტივი იქნებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი