კვირის შეჯამება: ფასების ანალიზი

0
2386

კრიპტოვალუტების კურსი მთელი კვირის განმავლობაში მერყეობას განაგრძობდა. შეიმჩნეოდა ზრდის ტენდენციებიც, თუმცა ფასთან მიმართებაში მკვეთრი ცვლილებები არ მომხდარა.

ბიტკოინი

შეიძლება ითქვას, რომ ამ წლის განმავლობაში ბიტკოინმა ფასის დაბალი მაჩვენებლები უკვე დააფიქსირა. 6 თებერვალს ბიტკოინის ღირებულება 6.075 დოლარს შეადგენდა. თუმცა, კრიპტოვალუტამ მალე მოახერხა და კურსის ზრდა აჩვენა.

ივლისის ბოლოს ბიტკოინის ფასმა კვლავ ვარდნა დაიწყო. ამჟამად, კრიპტოვალუტა კვლავ ცდილობს 6.580 დოლარის ზღვრის დაძლევას.

იმ შემთხვევაში, თუ კრიპტოვალუტის კურსი 6.600 დოლარამდე გაიზრდება მომდევნი ფასის ნიშნული 6.955 დოლარი იქნება. ხოლო, თუკი კრიპტოვალუტის კურსი კლებას განაგრძობს მაშინ მოსალოდნელია, რომ ფასებმა 5.900-დან 7.000 დოლარს შორის იმოძრაოს.

კრიპტოვალუტის ფასის დაცემის ნიშანი იქნება, როდესაც ბიტკოინის ღირებულება 5.900 დოლარზე ნაკლები იქნება. ამ შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტა დაეცეს ჯერ 5.900-ზე და შემდეგ უკვე 5.450 დოლარზე.

თუმცა, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ბიტკოინის კურსი 5.900 დოლარის დონეზე ქვემოთ არ ჩამოვა. აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსები ტრეიდერებს პოზიციების შენარჩუნებისკენ მოუწოდებენ.

ეთერიუმი

ეთერიუმი უკვე ცდილობს ფასის გაზრდას, თუმცა მისი მაჩვენებელი კვლავ 300 დოლარის ქვემოთ არის. თუკი ეთერიუმის კურსი ზრდას ვერ მოახერხებს და კრიპტოვალუტის ფასი 249 დოლარამდე დაეშვება მაშინ მოსალოდნელია, რომ მომდევნო ფასის ნიშნული 200 დოლარი იყოს.

აქედან გამომდინარე, ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ თუკი ეთერიუმი ფასის ზრდას არ აჩვენებს მაშინ არსებული პოზიციები უნდა შეინარჩუნონ.

რიპლი

რიპლის კურსი შემცირებულია. ამ კვირაში კრიპტოვალუტა 0.24 დოლარის დონეზე დაეცა. თუმცა, რიპლიმ მოახერხა ფასის გაზრდა და ახლა 0.30 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ რიპლის ფასის ზრდას დაელოდონ და ისე განახროციელონ ვაჭრობა.

ბიტკოინ Cash-ი

ბიტკოინ Cash-ი ცდილობს 500 დოლარის დონე შეინარჩუნოს. ამავდროულად, კრიპტოვალუტა ცდილობს ფასის გაზრდას 600 დოლარის ნიშნულამდე.

თუკი, კრიპტოვალუტის კურსი 500 დოლარზე დაბლა დაეცემა ეს ფასის კლების პირდაპირი ნიშანი იქნება. ფასის დაცემის მომდევნო დონე კი 400 დოლარია.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ ამ ეტაპზე პოზიციები შეინარჩუნონ და მხოლოდ კრიპტოვალუტის ფასის ზრდის შემთხვევაში განახორციელონ ვაჭრობა.

ლაიტკოინი

ბოლო 13 დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასი შემცირდა. ლაიტკოინის კურსი 49-სა და 62 დოლარს შორის მერყეობდა.

კურსის ვარდნის შემთხვევაში მოსალოდნელი დონეებია, 40 და 36 დოლარის ნიშნულები.

თუ ლაიტკოინი კურსის ზრდას მოახერხებს მაშინ მოსალოდნელია, რომ კრიპტოვალუტის ფასი 75 დოლარზე გაიზარდოს.

ამ ეტაპზე, ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობას არ ურჩევენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი