ანალიტიკოსები: ეთერიუმის კურსი შესაძლოა, 167 დოლარამდე გაიზარდოს

0
1284

ფასების მომატების შემდეგ ალტკოინების კურსი ისევ შემცირდა.

გუშინ ეთერიუმზე ვაჭრობა 130 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 157 დოლარს შეადგენდა, ხოლო ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 130 დოლარზე დაფიქსირდა. დღის ბოლოს ვაჭრობა კი 140 დოლარზე დაიხურა.

იმ შემთხვევაში, თუ ეთერიუმის კურსი გაიზრდება მოსალოდნელია, რომ ფასმა 167 დოლარს მიაღწიოს. ხოლო თუკი ფასი კიდევ უფრო მოიმატებს მოსალოდნელი კურსი 211 დოლარია. თუმცა, თუ ალტკოინის ფასი შემცირდა შესაძლოა, კურსმა 83 დოლარამდე დაიკლოს.

ანალიტიკოსები ტრეიდერებს მხოლოდ ფასის მომატების დროს ურჩევენ ვაჭრობის დაწყებას.

რაც შეეხება ლაიტკოინს: ამჟამად, ლაიტკონის ფასი 31 დოლარის ფარგლებში მერყეობს. გუშინ ლაიტკოინზე ვაჭრობა 33 დოლარზე გაიხსნა. დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი ფასი 36 დოლარს შეადგენდა. ყველაზე დაბალი ფასის ნიშნული ისევ 33 დოლარზე დაფიქსირდა და ამავე ნიშნულზე დაიხურა ვაჭრობაც.

ანალიტიკოსები ალტკოინის ფასის მატებას 47 დოლარზე ვარაუდობენ, ხოლო ფასის შემცირებას 29 დოლარზე.

ექსპერტები ინვესტორებს მხოლოდ ფასის ზრდის შემთხვევაში ურჩევენ ვაჭრობას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი