G7-ის წევრი ქვეყნები კვლავ ციფრული ვალუტის რეგულირებაზე მსჯელობენ

0
1511

G7-ის წევრი ქვეყნები კრიპტოვალუტის რეგულაციაზე მსჯელობას კვლავ აგრძელებენ.

ციფრული ვალუტების რეგულირება მთავარ თემად რჩება 2020 წელს. G7-ის ბოლო შეხვედრაზე ქვეყნების წარმომადგენლებმა დაასკვნეს, რომ სექტორი რეგულირების მუდმივი საჭიროების წინაშე დგას.

გარდა COVID-19–სა და ეკონომიკურ საკითხებზე საუბრისა, ჯგუფმა ასევე განიხილა მიმდინარე რეაგირება კრიპტოვალუტისა და სხვა ციფრული აქტივების განვითარებად ლანდშაფტსა და ეროვნული ორგანოების მუშაობაზე, რათა არ მოხდეს მათი გამოყენება მავნე მიზნებისთვის და უკანონო ქმედებებისთვის.

”G7–ის მასშტაბით მტკიცე მხარდაჭერაა ციფრული ვალუტების რეგულირების საჭიროების შესახებ. მინისტრებმა და გუბერნატორებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა G7-ის ერთობლივი განცხადების შესახებ, რომელიც ოქტომბერში გამოქვეყნდა”,- ნათქვამი იყო აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის საჯარო განცხადებაში.

ოქტომბერში გამოქვეყნებული განცხადება ცენტრალური ბანკების მხრიდან გამოსაშვებ ციფრული ვალუტების საკითხსაც ეხებოდა.

”G7 აგრძელებს მეთვალყურეობას, რომ არცერთმა გლობალურმა სტაბილკოინის პროექტმა არ უნდა დაიწყოს ფუნქციონირება მანამ, სანამ იგი სათანადო დიზაინის საშუალებით და შესაბამის სტანდარტებთან შესაბამისობაში არ მიიღებს შესაბამის იურიდიულ, მარეგულირებელ და სამეთვალყურეო მოთხოვნებს”,-აღნიშნული იყო განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი