Twitter-ზე ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ადამიანების 39% 10.000 დოლარის მიღებას ბიტკოინით ამჯობინებს

0
1477

ყოფილმა კონგრესმენმა რონ პოლმა Twitter-ის მომხმარებლებს ასეთი კითხვა დაუსვა: როგორ ურჩევნიათ მიიღონ 10.000 დოლარი?! პოლმა იქვე აღნიშნა, რომ თუ ისინი ბიტკოინით შეინახავენ ამ თანხას შესაძლოა ათწლეულების განმავლობაში ჰქონდეთ ხელუხლებლად.

გამოკითხულთა 50%-მა უპასუხა, რომ ისინი უპირატესობას ბიტკოინს ანიჭებდნენ, 37%-მა ოქრო აირჩია, 11%-მა ობლიგაციები და თანხის დოლარში განაღდება მხოლოდ 2%-მა არჩია.

უნდა აღინიშნოს, რომ რონ პოლმა იგივე გამოკითხვა 2017 წლის 5 დეკემბერსაც ჩაატარა. შედეგები დღევანდელისგან დიდად არ განსხვავდებოდა. მხოლოდ შარშან ბიტკოინით თანხის მიღების პროცენტული მაჩვენებელი წლევანდელთან შედარებით 4-ით მეტი იყო.

Twitter-ზე მსგავსი გამოკითვა ჩაატარა საკონსულტაციო კომპანია Onchain Capital-ის აღმასრულებელმა დირექტორმა რაინ ნეუნერმაც. გამოკითხვის პირობის მიხედვით, მომხმარებლებს ჩამოთვლილი ვარიანტებიდან უნდა აერჩიათ რა ფორმით სურდათ 10.000 დოლარის შენახვა. ჩამოთვლილ ვარიანტებს შორის იყო: ბიტკოინი, რიპლი, ბიტკოინ Cash-ი Satoshi Vision-ი და American Airline Miles-ი.

რესპონდენტთა უმრავლესობამ, 52% უპასუხა, რომ მათ სურდათ თანხის რიპლით შენახვა. მეორე ყველაზე პოპულარული პასუხი 39%-ით ბიტკოინი აღმოჩნდა. მესამე ადგილზე American Airline Miles-ი გავიდა 7%-ით, ხოლო ყველაზე ცოტა ხმა, 2% ბიტკოინ Cash-მა Satoshi Vision-მა მიიღო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი