არტურ ჰეისი: ICO-ს ბაზრის ზრდასთან ერთად გაიზრდება ეთერიუმის ღირებულებაც

    “თუკი პირველადი მონეტარული შეთავაზების ბაზარი 18 თვეში გაიზრდება ეთერიუმი ისევ “აგრესიულად” დაიწყებს ვაჭრობას”.

    ამის შესახებ BitMEX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა არტურ ჰეისმა განაცხადა.

    მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ICO-ს ბაზარი “მკვდარია” და როგორც კი გამოცოცხლდება ეთერიუმის ფასიც მაშინვე გაიზრდება.

    “მას შემდეგ, რაც პირველადი მონეტარული შეთავაზების ბაზარი გაიზრდება ეთერიუმის ღირებულება 200 დოლარს მიაღწევს”,- განაცხადა არტურ ჰეისმა.

    მან ასევე აღნიშნა ის ფაქტი, რომ 2018 წლის განმავლობაში ეთერიუმის კურსი 90%-ით შემცირდა. ჰეისმა ასევე დაანონსა, რომ მომდევნო 12-18 თვეში ალტკოინის ფასი სტაბილური გახდება.

    არტურ ჰეისი ბიტკოინის კურსსაც შეეხო და განაცხადა, რომ მომავალ წელს კრიპტოვალუტის ფასი 1.000-დან 10.000 დოლარამდე იმოძრავებს. ჰეისი იზიარებს მაიკ ნოვოგრაცის პოზიციას ინსტიტუციონალურ ინვესტორებთან დაკავშირებით. ჰეისის მოსაზრებით, როდესაც ინსტიტუციონალური ინვესტორები ბიტკოინით დაინტერესდებიან კრიპტოვალუტის ფასიც გაიზრდება.

    შეგახსენებთ, რომ BitMEX-ი არის ჰონგ-კონგში დაფუძნებული კრიპტოვალუტის სავაჭრო პლატფორმა. BitMEX-ი მოცულობის მიხედვით ერთ-ერთი მსხვილი პლატფორმაა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *