ჩინეთი კრიპტო სივრცეს ახალ რეგულაციებს უწესებს

0
975

ჩინეთის სახალხო ბანკმა, ცოტა ხნის წინ, ოფიციალურად განაცხადა ახალი მარეგულირებელი კანონების კრებულის შესახებ, რომელიც კრიპტოვალუტის წინააღმდეგ ბრძოლის კიდევ ერთი ბერკეტი იქნება.

ჩინეთის ათმა სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენელმა, მათ შორის სახალხო ბანკმა, ქვეყნის კიბერსივრცის ადმინისტრაციამ და საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამინისტრომ, შექმნეს საკოორდინაციო მექანიზმი, რომელიც ხელს შეუშლის ფინანსური მოთამაშეების მონაწილეობას კრიპტოვალუტის ნებისმიერ გარიგებაში.

განცხადების თანახმად, ხელისუფლებამ და ინსტიტუტებმა დაასრულეს მონიტორინგის პლატფორმების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება არალეგალური კრიპტოვალუტის ტრანზაქციების ეფექტურად გამოვლენის მიზნით.

ცენტრალურმა ბანკმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მრავალი სამთავრობო სააგენტო აპირებს ახალი კანონმდებლობის დანერგვას.

”ფინანსური მენეჯმენტის, კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციის დეპარტამენტები, სატელეკომუნიკაციო განყოფილებები, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტები მჭიდროდ თანამშრომლობენ გადახდის არხების გათიშვისთვის, შესაბამისი ვებსაიტებისა და მობილური პროგრამების განკარგვის კანონის შესაბამისად”,- აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.

ჩინეთის სახალხო ბანკის გადახდისა და ანგარიშსწორების დეპარტამენტის დირექტორმა, ვენ სინკინგმა გამოხატა შეშფოთება კრიპტოვალუტების მზარდი პოპულარობის გამო.

მან ასევე მოუწოდა ყველა სამთავრობო უწყებას, მიიღონ ზომები ტრადიციული ფინანსური სისტემის ინდუსტრიის “მოწოდების სიმაღლეზე” დასაბრუნებლად.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი