გერმანული ავიაკომპანია Blockchain ტექნოლოგიას ნერგავს

    0
    1247

    გერმანული ავიაკომპანია Hahn Air-ი აცხადებს, რომ პირველი ავიაკომპანიაა, რომელიც ბილეთების Blockchain ტექნოლოგიის დახმარებით გაჰყიდის.

    Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებით ბილეთების გაყიდვა შესაძლებელი გახდება სამოგზაურო ინდუსტრიის დეცენტრალიზებულ პლატფორმაზე.

    ფრედერიკ ნაუთონი, რომელიც არის Hahn Air-ის წარმომადგენელი და სამოგზაურო ინდუსტრიის დეცენტრალიზებული პლატფორმის ხელმძღვანელი პირველი მგზავრები იყვნენ, რომლებმაც გამოიყენეს Blockchain-ზე დარეგისტრირებული ბილეთები.

    პროდუქტის კომენტირებისას, ფრედერიკ ნაუთონმა აღნიშნა, რომ კომპანიის მიზანია გამოიკვლიოს და დააკვირდეს შესაძლებლობებს, რაც ამ ტექნოლოგიას გააჩნია.

    დაახლოებით ორი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ გერმანია Blockchain ინდუსტრიის განვითარებისთვის შესაფერისი გარემოს შექმნას იწყებდა. როგორც გერმანიის მთავრობის განცხადებაში იყო აღნიშნული, სახელმწიფო მაქსიმალურად ხელს შეუწყობდა ახალი ინდუსტრიული ინიციატივების წამოწყებას.

    ცოტა ხნის წინ, ევროპულმა საინვესტიციო კომპანიამ, Peakside Capital Advisors-მა Blockchain ტექნოლოგიაზე უძრავი ქონების ფონდი დააფუძნა. ფონდი გერმანული ბაზრისთვის შეიქმნა.

    აღსანიშნავია, რომ 2019 წლის მარტში პროგრამა სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობდა.

    კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ პრესრელიზში Peakside-ის დამფუძნებელმა პარტნიორმა, შტეფან აუმანმა განაცხადა, რომ კომპანია ცდილობს გამოიყენოს ციფრული ტექნოლოგიის მიღწევები, რათა უფრო გაიზარდოს უძრავი ქონების სექტორის უსაფრთხოება.

    დატოვეთ კომენტარი

    კომენტარი