ინდოეთის ხელისუფლება ეროვნულ Blockchain სტრატეგიაზე მუშაობს

0
1682

ინდოეთის მთავრობა ეროვნულ Blockchain სტრატეგიაზე მუშაობს, რათა მოხდეს ტექნოლოგიის ადაპტირება ქვეყანაში.

India Times-ის ცნობით, ინდოეთის ელექტრონიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამინისტრომ განაცხადა, რომ იგი აღიარებს Blockchain ტექნოლოგიის პოტენციალს და საერთო ინფრასტრუქტურის განვითარების აუცილებლობას.

სამინისტრომ დაამატა, რომ იგი მუშაობს ეროვნული Blockchain პროექტზე.

სახელმწიფო მინისტრმა ადამიანური რესურსების განვითარების, კომუნიკაციისა და ელექტრონიკის და IT მიმართულებით აღნიშნა, რომ Blockchain შესაძლებლობებისა და პოტენციალის გამოყენება აუცილებელია ისეთ სექტორებში, როგორიცაა მმართველობა, საბანკო სფერო, ფინანსები და კიბერ-უსაფრთხოება.

ჯერ კიდევ 2019 წლის აპრილში ინდოეთის ეროვნული გადახდების კორპორაცია სისტემაში Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას განიხილავდა. ამ საკითხის განხილვა უკავშირდებოდა ტრანზაქციების სისწრაფესა და უსაფრთხოებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს იდეა საბანკო სფეროს წარმომადგენლებისგან წამოვიდა. ინდოეთის ბანკების ასოციაციის ეგიდით ათი ბანკის ინიციატივა მიზნად ისახავდა თანამედროვე, საფინანსო ტექნოლოგიის დანერგვას.

კორპორაცია საცალო გადასახადებისა და ანგარიშსწორების სისტემებს აკონტროლებს, რომელიც 56 ნაციონალურ ბანკს მოიცავს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი