სამხრეთ აფრიკის შემოსავლების სამსახური მუშაობს იმისათვის, რომ კრიპტოვალუტისთვის შექმნილი გარემო გააუმჯობესოს. ამ შემთხვევაში საქმე ტრეიდერებსა და მათ ტრანზაქციებს ეხებათ.
საქმე ისაა, რომ შემოსავლების სამსახური უფრო მოქნილი სისტემის დანერგვას გეგმავს, რათა ტრანზაქციების დაბეგვრა ტრეიდერებისთვისაც და სახელმწიფოსთვის უფრო მოსახერხებელი პირობებით ხდებოდეს.
მთავარია მომხმარებლების იდენტიფიცირება, რადგან არსებობენ ტრეიდერები, რომლებიც ვაჭრობით მოგებას იღებენ და არიან ისეთებიც, რომლებიც დიდ თანახას კარგავენ. აი, ზუსტად ამიტომ არის საჭირო კლიენტების იდენტიფიცირება”,- აღნიშნავს მარეგულირებელი კომისიის წევრი მარკ ქინგონი.
მარეგულირებლის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღინიშნა, რომ იდენტიფიკაცია არის მთავარი საკითხი და კრიტიკული ასპექტი. სამხრეთ აფრიკის საგადასახადო ხელისუფლება იღწვის იმისთვის, რომ კრიპტოსავაჭრო სფერო შედარებით გამჭვირვალე გახდეს.
მარკ ქინგონი აღნიშნავს, რომ ბევრი სამხრეთ აფრიკელი ინვესტორი უცოხოურ საბანკო ანგარიშებს იყენებს და მათი ტრანზაქციების იურისდიქციაც სცილდება ქვეყნის საზღვრებს. ასეთ შემთხვევებში მომხმარებლის იდენთიფიკაცია გადამწყვეტ როლს თამაშობს.
შეგახსნებთ, რომ დაბეგვრაზე საუბარი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მთავრობაში ამ წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს. ქვეყნის შემოსავლების სამსახურმა გადაწყვიტა, რომ ტრანზაციებთან დაკავშირებით რეგულარული საგადასახადო წესები უნდა შემოიღონ.