Meitu 43 მილიონ დოლარზე მეტ კრიპტო ინვესტიციას კარგავს

0
765

ჰონგ-კონგური ტექნოლოგიური გიგანტი Meitu 2021 წლის აპრილში არაერთი მსოფლიო ეკონომიკური გამოცემის პირველ გვერდზე მოხვდა, რადგან კომპანიამ განაცხადა, რომ 100 მილიონი დოლარის კრიპტო ჰოლდინგს ფლობდა.

თუმცა ციფრული ვალუტების ფასის კლებასთან ერთად ტექნოლოგიურმა კომპანიამ დაკარგა კრიპტო-ჰოლდინგის შეფასების თითქმის ნახევარი.

ადგილობრივი მედიის ცნობით, Meitu-მ განაცხადა 300 მილიონ იუანის (43,4 მილიონი აშშ დოლარი) “გაუფასურების ზარალის” შესახებ.

ე.წ. გაუფასურების ზარალი არის აქტივის ღირებულების დანაკარგი, როდესაც ის ინვესტიციის საწყის (საბალანსო) ღირებულებაზე ქვემოთ ჩამოდის.

ფინანსურმა დოკუმენტაციამ აჩვენა, რომ ზარალი ბოლო კვარტალთან შედარებით გაორმაგდა, რასთან დაკავშირებითაც კომპანიამ განაცხადა, რომ ისინი ელოდნენ მოვლენების ასეთ განვითარებას.

ტექნოლოგიურმა გიგანტმა განაცხადა, რომ მისმა კრიპტო ჰოლდირებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს კომპანიის წმინდა ზარალზე წლის პირველი ნახევრის ბოლოსთვის.

კომპანიის წმინდა კრიპტო ინვესტიცია იყო დაახლოებით 100 მილიონი დოლარი და ფირმამ დაკარგა ინვესტიციის თითქმის ნახევარი 2022 წლის მეორე კვარტლის ბოლოსთვის, კრიპტო ბაზრის მიმდინარე ვარდნის გამო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი