ვინი ლინგმანი: ბიტკოინის კურსი 3.000-სა 5.000 დოლარს შორის გააგრძელებს მოძრაობას

0
1358

ვინი ლინგმანმა Civic სტარტაპის აღმასრულებელმა დირექტორმა CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასი მერყეობას კიდევ რამდენიმე თვე გააგრძელებს.

ლინგმანის აზრით, ბიტკოინის კურსი 3.000-სა 5.000 დოლარს შორის გააგრძელებს მოძრაობას.

თუმცა მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ინვესოტორების მხრიდან გარკვეული ზომები არ იქნება მიღებული შესაძლოა, ბიტკოინის კურსი 3.000 დოლარის ნიშნულზე ქვევით აღმოჩნდეს.

თუმცა ლინგმანი ასევე აღნიშნავს, რომ ბიტკოინის ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა ცოტა სარისკოა.

“ვფიქრობ, რომ ცოტა მოგვიანებით ინვესტორებისთვის უკეთესი შესაძლებლობები გამოჩნდება. თქვენ შესაძლოა, ცოტა მეტის გადახდა მოგიწიოთ გარკვეულ დროს, თუმცა ეს მომავალი ფასის მატების გარანტია იქნება”,-განაცხადა Civic სტარტაპის აღმასრულებელმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ ტექ.-ინვესტორმა ტიმ დრეიპერმა ნოემბრის დასაწყისში კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პროგნოზი, რომ ბიტკოინის კურსი 2022 წლისთვის 250.000 დოლარს მიაღწევს.

ამასთანავე, მაიკლ მორომ, რომელიც არის კრიპტოვალუტების სავაჭრო კომპანიების Genesis-ის აღმასრულებელი დირექტორი, განაცხადა, რომ ბიტკოინის ფასი წლის ბოლომდე შესაძლოა, 3.000 დოლარის ნიშნულზეც კი აღმოჩნდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი