ანალიტიკოსები: 2020 წელი დეცენტრალიზირებული ციფრული ტექნოლოგიების წელია

0
1307

ქემერონ უინკლევოსი და ტონი ვეისი სხვადასხვა დეცენტრალიზირებული ფინანსური ტექნოლოგიის სივრცისს ხარისხს საზოგადოებაში Blockchain-ის პირველ გავრცელებას ვერ ადარებენ.

მათ მიაჩნიათ, რომ 2020 წელი ნამდვილად არის დეცენტრალიზირებული ციფრული ტექნოლოგიების წელი, მაგრამ Blockchain-ს სულ სხვა მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს.

აღსანიშნავია რომ, რამდენიმე დღის წინ დეცენტრალიზირებული ფინანსურ სტარტაპს “ექვილიბრიუმს” Web3 Foundation–ისგან 27,000 აშშ დოლარის ოდენობის გრანტი გადაეცა, რათა განავითაროს თავისი პლატფრომა და შექმნას ინსტრუმენტები, რომლებიც სხვა პროექტებს შეუწყობს ხელს გლობალურ განვითარებში.

შეგახსენებთ რომ, ტონი ვეისი ამერიკის შეერთებული შტატების საბანკო გიგანტის JPMorgan-ის ყოფილი ფინანსური ანალიტიკოსია. როგორც ამერიკულ მედიასთან საუბარში ანალიტიკოსმა აღნიშნა, სკეპტიკურად არის ყველა იმ მოსაზრების მიმართ განწყობილი, რომელიც ამტკიცებს რომ ციფრული ვალუტის ბაზარი აღარ შემცირდება.

ქემერონ უინკლევოსი კი ციფრული ვალუტის მიმართ ყოველთვის პოზიტიური პროგნოზით გამოირჩევა. მან განაცხადა, რომ ბიტკოინი თავისი შესაძლებლობებით ციფრულ ოქროზე მეტია.

”იმის გამო, რომ ბიტკოინი არის ღია პროგრამული უზრუნველყოფა, მისი შესაძლებლობები უსაზღვროა.

მე ხშირად ვლაპარაკობ ოქროზე, როგორც მიზნობრივი ბაზრის მთავარ საკითხზე, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია … ეს არის ციფრული ოქრო, სიმართლის წყარო და ა.შ. … “,- აღნიშნა Winklevoss Capital-ისა და კრიპტოვალუტის ბირჟის, Gemini-ს თანადამფუძნებელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი