4 ოქტომბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1934

ხუთშაბათს, 4 ოქტომბერს კრიპტოვალუტების ბაზარზე მეტნაკლებად ზრდა დაფიქსირდა.

ბიტკოინის კურსი ბოლო 24 საათის განამვლობაში დაახლოებით 1.2%-ით იყო გაზრდილი. უნდა აღინიშნოს, რომ 29 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის შუალედში ბიტკოინის კურსი საკმაოდ მერყევი იყო. ფიქსირდებოდა, როგორც კლების ასევე მომენტალური ზრდის ტენდენციები. თუმცა, გუშინ კრიპტოვალუტამ 6.500 დოლარის ზღვარი დასძლია და საბოლოოდ, 6.576 დოლარზე დაფიქსირდა.

რც შეეხება კვირის განმავლობაში ფასის დანაკარგს, ამ მხრივ, ბიტკოინის კურსი 1.5%-ით არის შემცირებული. ხოლო თვის განმავლობაში ფასის კლების მაჩვენებელი 10.6%-ია.

ბიტკოინის კურსის გაუმჯობესებასთან ერთად ეთერიუმის ფასმაც მოიმატა. კრიპტოვალუტის კურსი ბოლო 24 საათის განმავლობაში 2.3%-ით არის გაზრდილი. დღის ბოლოს კი, ეთერიუმის კურსი 223 დოლარზე შეჩერდა.

ეთერიუმის ბაზრის კაპიტალიზაცია დაახლოებით 22.87 მილიარდი დოლარია. უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმს მოჰყვება რიპლი, რომლის კაპიტალიზაციაც 21.3 მილიარდი დოლარს შეადგენს.

რაც შეეხება კურსის დანაკარგებს: კვირის განმავლობაში ეთერიუმის ფასი 2.25%-ით არის შემცირებული, ხოლო თვის განმავლობაში ეთერიუმის კურსს 21.5%-იანი კლება აქვს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 4 ოქტომბერს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 218 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი