შვეიცარიის ერთ-ერთი ბანკი კრიპტოვალუტით ტრანზაქციას განახორციელებს

0
1604

InCore bank-ი ერთ-ერთი პირველი ბანკია, რომელსაც ფინანსურმა დამკვირვებელმა ციფრული ვალუტის გამოყენებით მუშაობის ნება დართო.

შვეიცარიის ფინანსური ბაზრის სამეთვალყურეო ორგანომ InCore ბანკს საერთაშორისო მასშტაბით ციფრული აქტივებით ტრანზაქციების განხორციელების საშუალება მისცა.

ახლა ბანკი საშუალებას აძლევს ინსტიტუციონალურ კლიენტებს კრიპტოვალუტით ვაჭრობისა და ტრანზაქციის ოპერაციები განახორციელონ.

”ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ჩვენი მომხმარებლები მეტ სარგებელს ნახავენ. თუმცა ჩვენ არ გვავიწყდება უსაფრთოხების ზომების მიღება”,-აღნიშნა მედიასთან საუბრის დროს InCore bank-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ დემბეჩერმა.

2019 წლის შემოდგომაზე შვეიცარიულ-არაბულმა ბანკმა Blockchain ტექნოლოგიის კომპანია Taurus–სთან პარტნიორობა დაიწყო. პარტნიორობის მიზანი იყო ბანკში ახალი სერვისის დანერგვა, რომელიც კლიენტებისთვის ბიტკოინითან და ეთერიუმთან დაკავშირებულ მომსახურეობას გულისხმობდა.

“ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ Blockchain-ი ხელს შეუწყობს ფინანსურ ინდუსტრიას. ჩვენ ვაპირებთ ვიყოთ პირველი ბანკი სხვა ბანკებს შორის, რომლებიც მომხმარებლებს ციფრული აქტივების მომსახურებას სთავაზობენ”,- განაცხადა სერგ რობინმა, შვეიცარიაში დაფუძნებული არაბული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი