კიბერუსაფრთხოების კომპანიამ Blockchain-ის ცენტრი ჟენევაში გახსნა

0
1824

შვეიცარიაში დაფუძნებულმა კომპანია WISeKey-მა Blockchain-ის ცენტრი ჟენევაში გახსნა. WISeKey ფოკუსირებულია უსაფრთოხების სისტემაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია სულ უფრო მეტად ზრუნავს Blockchain ტექნოლოგიას დანერგვას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის კი უსაფრთხოება პრიორიტეტულია.

ჟენევის ცენტრი მიზნად ისახავს ახალი ტექნოლოგიების კვლევასა და განვითარების ხელშეწყობას. ასევე ცენტრის მიზანია საზოგადოებრივ და კერძო სექტორებში Blockchain ტექნოლოგიის გააქტიურება.

ცენტრის გახსნა Blockchain-ის კვლევითი ინსტიტუტის ახალი პარტნიორობის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს აშშ-ს, ლათინური ამერიკის, ჩინეთის, ინდოეთისა და აფრიკის ცენტრების გაფართოებას.

გლობალური Blockchain ცენტრების მიზანია ბიზნესის, სამეცნიერო და სხვა ცენტრების კოორდინირება და საუკეთესო პრაქტიკისა და რესურსების გაზიარება.

ამასთანავე, ცნობილია, რომ თითოეული ცენტრი საექსპერტო სფეროს განვითარებას გეგმავს. რაც შეეხება ჟენევის ცენტრს, ის ყურადღებას გაამახვილებს fintech-ზე, ხოლო ბუენოს-აირესის ცენტრი მიმართული იქნება თაღლითობის წინააღმდეგ პლატფორმების შექმნაზე.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, WISECEY-მა გლობალური Blockchain ცენტრი მალაიზიაში გახსნა. ცენტრის გახსნა მოიცავდა პარტნიორობის ნაწილს მალაიზიის ტექნიკურ საინვესტიციო ჰოლდინგ Censsof-თან.

Censsof-ის მმართველი საბჭოს დირექტორმა ემერ ბინ შაიკ მიდინმა განაცხადა, რომ ტექნოლოგიის სარგებელი კომპანიის მუშაობის ეფექტურობის გაზრდა იქნებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი